აშშ-ს პოლიტიკის ცვლილება სავარაუდოდ ზემოქმედებას მოახდენს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკურ ზრდაზე
წყნარი ოკეანის რეგიონზე მისი გავლენა, ამ მაღალი რისკის სცენარით შემოიფარგლება. დამატებითი ხელშეწყობის არარსებობის შემთხვევაშიც კი, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (ჩინეთი) შესაძლოა 2028 წლამდე წლიურად საშუალოდ მხოლოდ 0.3%-ით შემცირდეს. მისი მეორადი უარყოფითი ეფექტი რეგიონის მასშტაბით, ვაჭრობისა და სხვა მიმართულებით, შესაძლოა განეიტრალდეს ვაჭრობისა და წარმოების გადატანით ჩინეთიდან სხვა ეკონომიკებში.
ახლო ვადაში, რეგიონის ეკონომიკების უმრავლესობაში მოლოდინები შედარებით სტაბილურია. ჩინეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მიმდინარე წელს უცვლელი 4.8%-ია, მომავალ წელს 4.5%. ინდოეთის ეკონომიკის პროგნოზი 7.0%-დან 6.5%-მდე შემცირდა, ხოლო 2025 წელს 7.2%-დან 7.0%-მდე, კერძო ინვესტიციებსა და საცხოვრებელზე მოთხოვნის მოსალოდნელზე ნაკლები ზრდის გამო.
გაიზარდა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ზრდის მოლოდინი წელს 4.5%-დან 4.7%-მდე, რასაც სამრეწველო პროდუქციის ძლიერი ექსპორტი და სახელმწიფო სახსრების ხარჯვა განაპირობებს. მომავალი წლის პროგნოზი უცვლელად 4.7%-ია.
კავკასიისა და ცენტრალური აზიის ზრდის პროგნოზი წელს 4.7%-დან 4.9%-მდე გაიზარდა, ხოლო მომავალი წლისთვის 5.2%-დან 5.3%-მდე. უცვლელი რჩება მოლოდინები წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებისთვის – მიმდინარე წელს 3.4%, მომავალ წელს 4.1%.
აშშ პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გარდა, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკისა და ინფლაციისთვის რისკს წარმოადგენს გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდა და ჩინეთში უძრავი ქონების ბაზრის სიმყიფე.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 69 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.