საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტები თურქეთში
თურქეთი, მსოფლიოს ხუთ ყველაზე პოპულარულ ქვეყანას შორის არის, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ წელიწადის ოთხივე სეზონზე საუკეთესოდ დაისვენონ. განსაკუთრებით გამოირჩევა ზამთრის სეზონი, რა დროსაც სამთო-სათხილამურო კურორტებზე აქტიურად ჩადიან დამსვენებლები და სასიამოვნოდ ატარებენ თოვლიან დღეებს.
საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტები
ბურსას სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ულუდაღის სათხილამურო ცენტრი თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ კურორტებს შორის ითვლება. დასავლეთ ანატოლიის უმაღლესი მთის ულუდაღის ძირში სათხილამურო ზონა 1750-2543 მეტრი სიგრძისაა. სათხილამურო კურორტი, რომელსაც აქვს რვა საბაგირო, გთავაზობთ საუკეთესო სათხილამურო აღჭურვილობას, რაც თქვენს მოგზაურობას უფრო საინტერესოს და სასიამოვნოს ხდის. კიდევ ერთი პოპულარული ადგილი სტამბოლთან ახლოს არის ქართეფე (Kartepe), რომელიც უზრუნველყოფს უფრო მშვიდ სათხილამურო თავგადასავლებს.
ამ მხრივ საინტერესო კურორტია ასევე ქართალქაია (Kartalkaya), რომელიც გარშემორტყმულია თოვლის პარკებითა და საბაგიროებით. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ცენტრალურ ანატოლიაში მდებარე მთა ერჯიესიც, რომელიც ცენტრალური ანატოლიის რეგიონის უმაღლეს მწვერვალად ითვლება. მისი სიმაღლე 3916 მეტრს აღწევს. სათხილამურო კურორტი ყურადღებას იქცევს ორადგილიანი საბაგიროებით, რომლებიც აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური ატრიბუტებით.
აღსანიშნავია პალანდოკენიც, რომელიც ერთ-ერთი უალამზესი სათხილამურო კურორტია თურქეთში. აქ სათხილამურო სპორტისთვის საუკეთესო პერიოდი დეკემბრიდან იწყება და აპრილამდე გრძელდება, რადგან თოვლის საფარი 150 დღის განმავლობაში ნარჩუნდება. კურორტი გამოირჩევა მრავალფეროვანი სათხილამურო ტრასებით, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ადამიანისთვის. იგი მდებარეობს ქალაქ ერზრუმიდან 5 კილომეტრში. შემდეგ არის სარიყამიში (ყარსი). იგი საქართველოსთან ყველაზე ახლომდებარე სათხილამურო კურორტია თურქეთის ტერიტორიაზე. სარიყამიშში თოვლის საფარი აქ გაცილებით მაღალია და ასევე რამდენიმე სათხილამურო ტრასაცაა.
კაპადოკიის ზამთრის მაგია
კაპადოკია ერთ-ერთი ყველაზე მისტიური ადგილია თურქეთში. იგი საკმაოდ საინტერესოა ზამთარში. ამ დროს ზღაპრულ ბუხრებში თოვლში ჩაფენილი საკვამურები საოცრად უნიკალურ ხედს გვთავაზობს. კლდეში ნაკვეთ სასტუმროებში დარჩენა კი ზამთრის დასვენების უნივერსალური გამოცდილებაა. ასევე შეძლებთ განიტვირთოთ აუზებში, სპა-სა და საუნებში. ვინაიდან რეგიონს აქვს ღრმა ისტორიული ფონი და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, შეგიძლიათ მოინახულოთ იდუმალი მიწისქვეშა ქალაქები და დაესწროთ კერამიკის სახელოსნოს. ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება, ისეთი გემრიელი კერძებით, როგორიცაა ქაბაბი და მშრალი კაიმაკი (კრემი), უფრო მრავალფეროვანს გახდის თქვენს გამოცდილებას.
კულტურული ადგილები სტამბოლში
ზამთარი შესანიშნავი დროა სტამბოლის კულტურისა და ტრადიციების შესასწავლად. ქალაქში არის უამრავი ისტორიული ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები, რომლებსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ, ასევე დაესწროთ სხვადასხვა ღონისძიებებს. შეგიძლიათ ეწვიოთ ისტორიულ ნახევარკუნძულს, რომ ნახოთ ქალაქის მრავალი საკულტო ნაგებობა, როგორიცაა მაგალითად, აია სოფია და ბაზილიკის ცისტერნა. აუცილებლად უნდა მოინახულოთ სტამბოლის თანამედროვე, სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმი და სტამბოლის ფერწერისა და ქანდაკების მუზეუმი. ასევე არ დაგავიწყდეთ ათათურქის კულტურის ცენტრის (AKM) მონახულებაც. იმის გამო, რომ სტამბოლი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გასტრო ქალაქად ითვლება, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ეწვიოთ იმ რესტორნებს, რომლებსაც მიშლენის ვარსკვლავები აქვს მინიჭებული. ასევე საინტერესოა ზამთრის სასმელების დაგემოვნება, როგორიცაა „სალეფი“ და „ბოზა“ . ამასთან ცხელ-ცხელი შემწვარი წაბლი და სიმინდი, რომელთა დაგემოვნების გარეშეც ნამდვილად არ უნდა დატოვოთ სტამბოლი.
იზმირი და ანტალია
თურქეთის ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში მიუხედავად ზამთრის სეზონისა, მაინც თბილი კლიმატია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია ქალაქი იზმირი, რომელიც Lonely Planet-ის 2024 წლის „საუკეთესო სამოგზაურო ადგილების” სიაში მოხვდა. აღსანიშნავია ქალაქის მომხიბვლავი სოფლები, მაგალითად, ასეთია სოფელი ურლა, სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ ვენახები ღვინის მარშრუტზე და ნახოთ მსოფლიოში უძველესი ზეითუნის ზეთის სახელოსნო. აღსანიშნავია სოფელი შირინცე, გაეროს ტურიზმის მიერ შერჩეული ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული სოფელი. იზმირთან ერთად ანტალიაც არის მეორე ქალაქი, რომელიც ზამთარში თბილი კლიმატით გამოირჩევა. ანტალია, იგივე თურქული რივიერას გული, რომელიც ტურისტებს საუკეთესო დასვენებას სთავაზობს. ამასთან, შეგიძლიათ ეწვიოთ უძველეს ქალაქებს, როგორიცაა ასპენდოსი, ბელექი გოლფის თამაშებისთვის და სხვ. მოგვიანებით, არ დაგავიწყდეთ ადგილობრივი ზღვის კერძების გასინჯვა, როგორიცაა მოლუსკები, პიაზი (ლობიოს სალათი) და სხვა უგემრიელესი კერძები მსოფლიო სამზარეულოდან.