დედაქალაქის მერი კახა კალაძე „საახალწლო სოფელს“ ეწვია
წლევანდელი საახალწლო სოფელი ყველაზე მასშტაბურია, რაც კი აქამდე გაგვიკეთებია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, „საახალწლო სოფელში“ სტუმრობისას განაცხადა. კახა კალაძემ „საახალწლო სოფლის“ დეკორაციები დაათვალიერა. „საახალწლო სოფელი“, რომელიც 2017 წლიდან ერთგვარ ტრადიციად იქცა, წელს ყველაზე მასშტაბურია, რაც აქამდე გაკეთებულა. ძალიან სასიამოვნო გარემო არის. მოვუწოდებ ყველას, მობრძანდნენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მოიყვანონ შვილები. აქ იმართება სხვადასხვა კონცერტები, წარმოდგენები. მართლაც ჯადოსნურია, მორთულია ულამაზესად და მინდა ყველა იმ ადამიანს, იმ კომპანიას მადლობა გადავუხადო, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ. „საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდა. აღნიშნულ არეალებში მოწყობილია სხვადასხვა სახის სივრცეები, იმართება წარმოდგენა-პერფორმანსები, კულტურული, სპორტული, საბავშვო და სხვა სახის თემატური აქტივობები, ასევე კონცერტები.„საახალწლო სოფელში“ სხვადასხვა ინსტალაციებთან ერთად განთავსებულია საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, საახალწლო მატარებელი, თოვლის ბაბუას-სანტას სახლი და სახელოსნო, სადაც პატარებს თოვლის ბაბუა დახვდებათ.ასევე ფუნქციონირებს ღია კინოთეატრი საახალწლო პროგრამით; ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, რომელიც ოთხჯერ უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინა ახალ წელს. „საახალწლი სოფელში“ მოეწყობა ტკბილეულის ფესტივალი და თბილისის საშობაო ბაზარი, სადაც გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.