მოინახულეთ ქალწულის კოშკი სტამბოლში

იცით თუ არა, რომ ქალწულის კოშკი, რომელიც ბოსფორის სრუტეში მდებარეობს, 2500 წლის ისტორია აქვს?

ქალწულის კოშკი (ქიზ ქულესი) არის ნაგებობა, რომელიც შეესწრო ქალაქ სტამბულის ისტორიის ყველა პერიოდს, ძველი საბერძნეთიდან, ბიზანტიის იმპერიამდე და ბიზანტიიდან ოსმალეთის იმპერიამდე. იგი აშენდა ბოსფორის სრუტის წყლებში პატარა კლდოვან კუნძულზე. ითვლება, რომ ამ მცირე ნაკვეთზე გამაგრებული ციხესიმაგრე ძვ.წ. 400 წლამდე გამოჩნდა. იგი ათონელმა ერთ-ერთმა მეთაურმა გადასახადების მიღების მიზნით ააშენებინა. ჩვენი წელთაღრიცხვიდან 1110 წელს კი იგი რომის იმპერატორის მხრიდან უსაფრთხოების მიზნით გამოიყენებოდა.

დროთა განმავლობაში განადგურებულ კოშკს, ვენეციელები სტამბოლის აღების დროს ბაზად იყენებდნენ. სტამბოლის აღების შემდეგ კი ფათიჰ სულთან მეჰმედმა ეს კოშკი მთლიანად დაანგრევინა და მის ნაცვლად პატარა ციხესიმაგრე ააშენებინა, რომელშიც ზარბაზნებიც იყო განთავსებული.

სახელმწიფოებრიობის გამოცხადების შემდეგ კი დღემდე მრავალი რესტავრაცია ჩაუტარდა. 2000 წლებიდან მოყოლებული კი იგი ვიზიტორებისთვის გაიხსნა. იგი განსაკუთრებით ღამის საათებშია მომხიბვლელი თავისი რესტორნებით და კაფეებით.

კოშკს ახლა თავისი ორიგინალური სახე აქვს. ამოღებულია ყველა დანამატი, რომელიც დროთა განმავლობაში დაემატა შენობას და რომელიც არ ემთხვეოდა სტრუქტურის ბუნებას.

იგი არის სტამბოლის ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, რომელსაც აქტიურად სტუმრობენ ვიზიტორები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *