თურქეთის ნეოლითური მემკვიდრეობა – ქარაჰანთეფე

თურქეთის ნეოლითური მემკვიდრეობა – ქარაჰანთეფექარაჰანთეფე – ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი არქეოლოგიური ნეოლითური ადგილი თურქეთის ქალაქ შანლიურფაში, რომელსა პროექტის, “მემკვიდრეობა მომავლისთვის” ფარგლებშისახურავის აღდგენა ჩაუტარდება. პროექტის ფარგლებში, რომელსაც თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო ახორციელებს, ტარდება გათხრითი და აღდგენითი სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით ოთხივე სეზონზე. სწორედ ამ პროექტის უახლესი სახურავის ინიციატივა ქარაჰანთეფეს ათასწლეულების მემკვიდრეობას დაიცავს და უზრუნველყოფს მის მდგრადობას მომავალი თაობებისთვის. სახურავის სამუშაოები, რომელიც დაახლოებით 5,000 კვადრატულ მეტრს დაფარავს, მიზნად ისახავს ისტორიული ადგილის დაცვას გარემო პირობებისგან. სახურავის ტალღოვანი ფორმა ორგანულ ჰარმონიას ქმნის რელიეფთან, ხოლო მის შიგნით კომფორტს ზრდის ღიობები , რომლებიც შენობის ბუნებრივ ვენტილაციას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, არსებული დიზაინი უზრუნველყოფს უფრო მეტ მოქნილობას მომავალში გაფართოებისთვის, განვითარებისა და ადაპტაციისთვის, რადგან გათხრები ისევ გაგრძელდება სამომავლოდქარაჰანთეფე: პრეისტორიული ცივილიზაციების საიდუმლოებებიკარაჰანთეფე, რომელიც ძვ. წ. IX ათასწლეულით თარიღდება, გათხრილია “თაშ თეფელერის” (ქვის ბორცვები) პროექტის ფარგლებში. ის თურქეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ინიციატივას წარმოადგენს და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მდგრადობას უზრუნველყოფს. ამ ზონაში მრავალი არქეოლოგიური ძეგლია, მათ შორის: საიბურჩი (Sayburç), სეფერთეფე (Sefertepe), ჰარბეთსუვან თეფესი (HarbetsuvanTepesi), გურჯუთეფე(Gürcütepe), ჩაქმაქთეფე (Çakmaktepe), მედიქი(Medik), ქურთთეფესი(Kurttepesi), თაშლითეფე (Taşlıtepe), აიანლარი (Ayanlar), იოღუნბურჩი (Yoğunburç) და იენი მაჰალე( Yeni Mahalle). თუმცა, ყველაზე ცნობილი კულტურული ძეგლები გობექლითეფე და ქარაჰანთეფეა. გობექლითეფე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული, ითვლება ერთ-ერთ უძველეს მონუმენტურ დასახლებად მსოფლიოში. ამჟამად, პროექტის ფარგლებში, ცხრა სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობს გათხრები.ქარაჰანთეფეში, სადაც ასობით ქვაა აღმართული, აღმოჩენილია მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მიგნებები, მათ შორის საზოგადოებრივი ნაგებობები, რომლებიც ადამიანისა და ცხოველთა ქანდაკებებითაა მორთული, ასევე მონუმენტური სტრუქტურები, რომლებიც გარკვეულწილად გობექლითეფეს ჰგავს. ბოლო აღმოჩენა, რომელიც გასულ ზაფხულს გაკეთდა, მოძრავი ველური ვირის გამოსახულებაა. ამგვარმა აღმოჩენებმა ქარაჰანთეფეს ისტორიული მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა. სწორედ ამ მიზეზით, 2023 წელს ქარაჰანთეფე შანხაის არქეოლოგიურ ფორუმზე “საველე აღმოჩენები და კვლევები” მსოფლიოს ცხრა ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს შორის შეიყვანეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *