დედის დღის აღსანიშნავად ურლა დაუვიწყარ მოგზაურობას გთავაზობთ (11 მაისი)

თურქეთში დედის დღე 11 მაისს აღინიშნება. რადგან ეს  დღე ახლოვდება, გთავაზობთ მისი აღნიშვნის იდეალურ  გზას – წაიყვანეთ დედა თურქეთში, იზმირის მახლობლად მდებარე მშვიდობიან საზღვაო ქალაქ ურლაში  და ერთად შექმენით საუკეთესო მოგონებები. მაისში, როდესაც ბუნება აყვავებულია და ამინდი სასიამოვნო , ურლა გთავაზობთ უნიკალურ სამოგზაურო გამოცდილებას, რომელიც ერთდროულად აერთიანებს ბუნებას, კულტურასა და გასტრონომიას.

ურლა

ურლა, რომელიც იზმირის ცენტრიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალზე მდებარეობს, პატარა, საინტერესო  ზღვისპირა ქალაქია.  ჩეშმეს ნახევარკუნძულზე მდებარე ეს იდილიური ადგილი სტუმრებს საოცარ დასვენებასა და სტუმართმოყვარეობას  სთავაზობს.

ურლაში მრავლად არის ბუტიკსასტუმროები, რომლებიც ზღვის უსასრულო ხედს გადაჰყურებენ. სასტუმროდან გასვლისას თქვენ   აღმოჩნდებით ადგილებზე, რომლებიცაა მაგალითად, მარგაჯას ბაზარი — აქ უხვადაა ადგილობრივი ორგანული პროდუქტი. ასევე  ურლას ხელოვნების ქუჩა, სადაც სრულად განახლებულ ისტორიულ სახლებში  ახლა მყუდრო კაფეები და პატარა, საინტერესო მაღაზიებია განთავსებული.

ქალაქს 40-კილომეტრიანი სანაპირო ზოლი (Kum Denizi Public Beach) აქვს.    თუ დილას ადრე გაიღვიძებთ, დედასთან ერთად შეძლებთ მზის ამოსვლის მომაჯადოებელი პროცესის ხილვას.    ურლას მზიანი და თბილი ეგეოსური კლიმატი საშუალებას მოგცემთ,  შუადღისას კამკამა წყალში გაცუროთ ან უბრალოდ ნაპირზე განიტვირთოთ და საოცარი  ხედებით ისიამოვნოთ.    

საოცარი გემოებითა და ადგილობრივი ღვინით ცნობილი  ურლა

საოცარი  კლიმატითა და ნაყოფიერი მიწებით დაჯილდოებული  ურლა გასტრონომიული თვალსაზრისით ნამდვილი სამოთხეა.  ზეთისხილი, სურნელოვანი ბალახეულობა, ახალდაჭერილი ზღვის პროდუქტები და უგემრიელესი ღვინოები – ეს ის პროდუქტებია, რაც უშუალოდ ურლას ახასიათებს.   ამ ყველაფერს კი ადგილობრივი  გურმანი დედის დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის.

სწორედ ასეთი შეფმზარეულების დამსახურებით ურლაში დაგხვდებათ მიშლენის ვარსკვლავებით დაჯილდოებული რესტორნებიც, სადაც ისინი ადგილობრივ ინგრედიენტებს თანამედროვე სტილში ამზადებენ. თქვენ აქ შეძლებთ დააგემოვნოთ  სეზონის გამორჩეული მცენარეები, მათ შორის მასტიკის არტიშოკი, არაპსაჩის და სხვა ეგზოტიკური გემოები , ცხადია, უმაღლესი  ხარისხის ადგილობრივი ღვინის თანხლებით.

 დედასთან ერთად მოგზაურობა

ურლა მდიდარია  ისტორიული ღირსშესანიშნაობით. დედასთან ერთად შეგიძლიათ მოინახულოთ უძველესი ადგილები და უნიკალური სამოგზაურო  გამოცდილება მიიღოთ. ქალაქის  ისტორია იწყება ბრინჯაოს ხანის ლიმან თეფეს არქეოლოგიური ადგილიდან, სადაც თურქეთში წყალქვეშა არქეოლოგიური გათხრები პირველად ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე კლაზომენაია (Klazomenia) ანტიკურ ხანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტი იყო. სწორედ აქ არის  განთავსებული მსოფლიოში პირველი ზეთისხილის ზეთის საწარმო, რომელიც ზეთისხილის წარმოების  უძველეს ისტორიასა და ტრადიციებზე  გვიყვება.

დედასთან ერთად თქვენი მოგზაურობის გასამრავალფეროვნებლად შეგიძლიათ ეწვიოთ იუნესკოს მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეფესოს, ცელსუსის ბიბილოთეკას. ეს იდეალური არჩევანია. ვფიქრობთ, ეს უნიკალური შესაძლებლობაა იმისა, რომ  დედასთან ერთად ისტორია სრულიად ახალ ჭრილში, მშვიდ   ატმოსფეროში აღმოაჩინოთ და თან, საოცრად განიტვირთოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *