თბილისში თოდუას კლინიკის მხარდაჭერით „ონკოლოგიისა და მოლეკულური დიაგნოსტიკის“ პირველი ნაციონალური კონგრესი ტარდება

თბილისში თოდუას კლინიკის მხარდაჭერით „ონკოლოგიისა და მოლეკულური დიაგნოსტიკის“ პირველი ნაციონალური კონგრესი ტარდებათანამედროვე მედიცინისთვის ონკოლოგია ერთ-ერთი ყველაზე რთულ და დინამიურად განვითარებად მიმართულებას წარმოადგენს, რაც მკურნალობის მიდგომების მუდმივ გადახედვასა და განახლებას მოითხოვს. ამ ცვლილებების ეპიცენტრშია მოლეკულური დიაგნოსტიკა – მეთოდი, რომელიც ზუსტ, პერსონალიზირებულ და შედეგეზე ორიენტირებულ სტრატეგიებს ჰქმნის. სწორედ მრავალსაფეხუროვან და დეტალურ გენეტიკურ ანალიზებზე დაყრდნობით ხდება პერსონალიზირებულად შერჩეული თერაპიის დაგეგმვა, რაც პირდაპირ აისახება პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობის და ხარისხის გაუმჯობესებაზე.თოდუას კლინიკა ერთ-ერთი პირველი იყო ვინც საქართველოში მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია დააარსა და დღესაც მაღალი ხარისხის კვლევებისა და დიაგნოსტიკური სერვისების განვითარებას სამედიცინო ცენტრის ვერის ფილიალში განაგრძობს.სწორედ ონკოლოგიისა და მოლეკულური დიაგნოსტიკის მიმართულებით არსებული თანამედროვე სამედიცინო გამოწვევები და მიღწევები იქნება 28-29 ივნისს, თბილისში, 300-ზე მეტი ექიმის შეკრების მიზეზი.ღონისძიება ერთ სივრცეში აერთიანებს ქართველ და უცხოელ მედიკოსებს, მათ შორის — ონკოლოგიის,ონკოქირურგიის ,რადიაციული ონკოლოგიის , ჰემატოლოგიისა და გენეტიკური კვლევის საერთაშორისო დონის ექსპერტებსა და წამყვან სპეციალისტებს.საერთაშორისო მასშტაბს კიდევ უფრო აძლიერებს ევროპის ონკოლოგიის სკოლის (ESO) ერთ-ერთი დირექტორის, შვეიცარიელი პროფესორ ალექსანდრუ ენიუს სტუმრობა , რომელიც მოხსენებას ადრეული სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დეესკალაციის სტრატეგიებზე წარადგენს. მისი ჩართულობა ქართული ონკოლოგიის საერთაშორისო დონეზე ინტეგრაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *