ინდოეთისა და საქართველოს კულტურული ერთობის საღამო

არასამთავრობო ორგანიზაცის „Cultural Diversity for Peaceful Future“-ის ორგანიზებით, Credo Bank-ის, TMA-სა და Indorama-ს მხარდაჭერით, თბილისში გაიმართა უნიკალური მუსიკალური საღამო — „კულტურული ერთობის საღამო“, რომელმაც ინდოეთისა და საქართველოს გამოჩენილი მუსიკოსები ერთ სცენაზე გააერთიანა.ღონისძიება ნამდვილ დღესასწაულად იქცა — ჰარმონიის, მუსიკისა და კულტურათა შეხვედრის სივრცედ. პირველად საქართველოში ერთ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს:მაჰეშ ვინაიაკარამმა — ლეგენდარულმა ინდოელმა ვოკალისტმა, ცნობილი მუსიკალური დინასტიის წარმომადგენელმა დენის კუჩეროვმა — ტაბლას აღიარებულმა ოსტატმა, საერთაშორისო მუსიკალური პროექტების მონაწილემ, ანსამბლი New Bana — სახელგანთქმულმა ქართულმა ანსამბლმა, რომელიც საგულდაგულოდ ინახავს ეროვნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას.საღამომ მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები, სიღრმისეული სულიერება და იშვიათი კულტურული ერთობა აჩუქა. მუსიკა იქცა ხიდად, რომელმაც დააკავშირა აღმოსავლეთი და დასავლეთი, ტრადიცია და თანამედროვეობა, შექმნა ურთიერთგაგებისა და შთაგონების საერთო სივრცე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *