თურქეთის შავი ზღვის რეგიონი – ბუნებისა და კულტურის ჰარმონია
თურქეთის შავი ზღვის რეგიონი – ბუნებისა და კულტურის ჰარმონია
შავი ზღვის ტერიტორია ულამაზესი ბუნების, მდიდარი ისტორიისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალურ ნაზავს გთავაზობთ. ეს რეგიონი გამოირჩევა ისტორიული ძეგლებით, კულტურული შენობებითა და საოცარი ადგილობრივი სამზარეულოთი. აქ არის უამრავი მოსანახულებელი ადგილი, რომელიც სულ სხვა სამყაროში გამოგზაურებთ! წარმოგიდგენთ სამ დაუვიწყარი გამოცდილებას ამ რეგიონიდან, რომელიც თქვენს ზაფხულს დაუვიწყარს გახდის.
1. აღმოაჩინეთ თურქეთის შავი ზღვის დასავლეთი ნაწილი, სადაც ბუნება და კულტურა ერთიანდება
შავი ზღვის მონახულება იწყება ბოლუდან, რომელიც სტამბოლიდან სულ რაღაც ოთხი საათის სავალზეა. აქ მდებარეობს ულამაზესი იედიგიოლის ეროვნული პარკი და „Cittaslow“-ს ქალაქები – გიონიუქი (Göynük) და მუდურნუ (Mudurnu). აღსანიშნავია ქარაბიუქში (Karabük) მდებარე ქალაქი საფრანბოლუ, რომელიც ერთდროულად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიასა და „Cittaslow“-ს ქალაქთა ნუსხაში. ასეთი ქალაქი თურქეთში მეორე არ არის. ქალაქი ცნობილია თავისი ისტორიული ხის სახლებითა და შენობებით. შემდეგ მარშრუტი გრძელდება ქასთამონუში, სადაც განთქმული ქონაქრები და იუნესკოს სიაში შეტანილი მაჰმუთ ბეის მეჩეთი გვხვდება. ეს მეჩეთი შუა საუკუნეების ანატოლიის ხის ჰიპოსტილური მეჩეთების ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. ქასთამონუში ასევე მდებარეობს „Cittaslow“-ს ქალაქი დადაი.
2. დაისვენეთ შავი ზღვის მაღალმთიან ნაწილში
აღსანიშნავია შავი ზღვის მაღალმთიან ნაწილში მდებარე ორდუ და გირესუნი, რომლებიც შედიან ჟურნალ Lonely Planet-ის „Best in Travel 2025“-ის სიაშია შეყვანილი.
ჩამბაში (Çambaşı), ფერშემბე (Perşembe) და კეიფალანი (Keyfalan) ორდუს ყველაზე ცნობილი მაღალმთიანი ადგილებია. ორდუს მთიანეთი თავის ვიზიტორებს სთავაზობს სხვადასხვა აქტივობებს, როგორიცაა ქემფინგი, ლაშქრობა და სხვ. თვითონ სახელწოდება „ორდუ“ მას შემდეგ გამოიყენება, რაც ამ ქალაქსა და მის შემოგარენში თურქი მოსახლეობა მომრავლდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც ბერძნები და სომხები წარმოადგენენ. თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ კი აქ თურქმა მოსახლეობამ იმატა. დღეს ისინი უმრავლესობაში არიან, თუმცა ქალაქი თავისი ტრადიციებით მაინც ინარჩუნებს რამდენიმე კულტურის სინთეზს. ეს ყველაზე მეტად სამზარეულოსა და ფოლკლორში გამოიხატება, რადგან დღესასწაულებსა თუ სეზონურ ბუნებასთან დაკავშირებულ ცერემონიებზე ქემენჩეს, დოლ-ზურნას, კლარნეტს, იგივე გირნათას უკრავენ და ცეკვებსაც მხოლოდ ორდუს რეგიონისთვის დამახასიათებელი, შავიზღვისპირეთის კულტურის აურა დაჰკრავს. აქაური ცეკვები წააგავს კავკასიურ, უფრო მეტად კი ქართულ ხორუმსაც, რომელსაც იქ ჰორონს ეძახიან.
გირესუნი მსოფლიოში ცნობილია თხილით, ალუბლით, გრძელი სანაპირო ზოლით, მწვანე პლატოებითა და მდიდარი ისტორიული წარსულით.გირესუნი დაარსდა მილეტის კოლონიების მიერ, რომლებსაც სურდათ ესარგებლათ შავი ზღვის მდიდარი მინერალური მარაგებით. ისტორიის მანძილზე ის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ქალაქი და ექვემდებარებოდა ისეთი სახელმწიფოების მმართველობას, როგორიცაა რომი, ბიზანტია, სელჩუკები და ოსმალეთი. აღსანიშნავია გირესუნის მუზეუმი, სადაც იმ პერიოდების კვალი შეგვიძლია ვნახოთ. ეს შენობა, რომელიც ოდესღაც ეკლესია იყო, დღეს მუზეუმად არის ქცეული. ძალიან შთამბეჭდავი ნაგებობაა გოგორა, ანუ წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიაა.
გირესუნში არის ქუმბეთის პლატო, რომელიც ყოველწლიურად, ივლისის თვეში მასპინძლობს ფესტივლებს. ასევე ბექთაშის პლატო არის ერთ-ერთი უნიკალური ადგილი შავი ზღვის რეგიონში, რომელიც დერელისა და ბულანჩაქის კვეთაზე მდებარეობს. იგი მნახველებს იზიდავს თავისი ბუნების სილამაზითა და კულტურის მრავალფეროვნებით. აქ ტრადიციულად, ადამიანები მაღალმთიანი ცხოვრების წესით ცხოვრობენ.
3. თურქეთში ქალაქი ტრაპიზონი კულტურისა და ბუნების სიმდიდრის ცენტრია, რიზე კი, ცნობილია თავისი მწვანე ხეობებითა და ჩაის პლანტაციებით. აქ განსაკუთრებული სილამაზის მთიანი ადგილებია მაჩქას შოლმა (The Maçka-Şolma), ერიქბელი (Erikbeli), ლუსტრა (Lustra) და კარესტერი (Karester). ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს შორის აღსანიშნავია იუნესკოს სიაში შეტანილი სუმელას მონასტერი (ღვთისმშობლის მონასტერი), ტრაპიზონის ციხე და აია სოფიას მეჩეთი.
ქალაქ რიზეში სტუმრებს იზიდავს აიდერის მთიანეთი და ისტორიული ზილის ციხე, რომელიც ფირთინას ხეობას გადმოჰყურებს და შესანიშნავია რაფტინგისთვის. აღმოსავლეთ შავი ზღვის ბოლო მარშრუტია ართვინი – უსასრულო მწვანე ხეობების და ამაღლებული მთების ქვეყანა. აქვეა ქაჩქარისა და კავკასორის მთიანეთები, „Cittaslow“-ს ქალაქი შავშათი და ჯამილის ბიოსფერული ნაკრძალი, რომელიც იუნესკოს „ადამიანი და ბიოსფერო“-ს პროგრამაშია შეტანილი.