კაპადოკიის ორთაჰისარი 2025 წლის მსოფლიოს ულამაზესი სოფლების სიაში მოხვდა
კაპადოკიის ორთაჰისარი 2025 წლის მსოფლიოს ულამაზესი სოფლების სიაში მოხვდაკაპადოკიამ, რომელიც ცნობილია საჰაერო ბუშტებითა და ბუნებრივი საოცრებებით, კიდევ ერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. კერძოდ, რეგიონის გულში მდებარე ისტორიული სოფელი, ორთაჰისარი Forbes-ის 2025 წლის „მსოფლიოს 50 ულამაზესი სოფლის“ სიაში მოხვდა. ეს კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს კაპადოკიის სტატუსს, როგორც შეუდარებელი სილამაზისა და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილისა.ორთაჰისარი – თვალსაჩინო დანიშნულების ადგილიორთაჰისარი ურგუფიდან დაახლოებით ექვს კილომეტრში მდებარეობს, რომელიც კაპადოკიის ყველაზე დიდ დასახლებად ითვლება. აღნიშნული სოფელი აერთიანებს კაპადოკიისთვის დამახასიათებელ კლდეში ნაკვეთ არქიტექტურას, უძველეს ციხესა და ულამაზეს ცას, რომელიც საჰაერო ბუშტებითაა სავსე.მარადიული ხიბლი და ადგილობრივი არქიტექტურარეგიონის ვულკანურ რელიეფზე დაყრდნობით, Forbes ორთაჰისარს ასე აღწერს: „ის კაპადოკიის მიწიდან ამოზრდილ მონოლითს ჰგავს, რომელიც ბაზალტის ცის ქვეშაა”. უნდა ითქვას, რომ მილიონობით წლის განმავლობაში წვიმამ და ქარმა ჩამოაყალიბა რბილი ვულკანური ფენები, რომლებიც ერქიესის, ჰასანდააღის და გიულლუდაღის ამოფრქვევების შედეგად წარმოიშვა. ქალაქის გულში აღმართულია ორთაჰისარის ციხე. სავარაუდოდ, ხეთების პერიოდში გამოკვეთილი ეს ციხესიმაგრე გამოირჩევა გამოქვაბულებით, მტრედების ბუდეებითა და ლაბირინთული გვირაბებით და იგი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ მრავალსართულიან დასახლებად. დღეს ის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილად დგას, საიდანაც საოცარი პანორამული ხედები იშლება.ორთაჰისარში ასევე გვხვდება კაპადოკიისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი არქიტექტურის ნიმუშები. აქ მრავლადაა საეკლესიო და სამონასტრო ძეგლები: სარიჯას ეკლესია, ჯამბაზლის ეკლესია, თავშანლის ეკლესია, ბალკან-დერესის ეკლესიები და ჰალაჩ-დერესის მონასტერი, რომლებიც კაპადოკიის მდიდარ რელიგიურ და კულტურულ მემკვიდრეობაზე მიგვითითებს.
ზღაპრული ქვეყანა
კაპადოკიის მიმზიდველობა მხოლოდ ამ გამორჩეულ სოფელს არ მოიცავს. ეს საოცარი რეგიონი, რომლის მუზეუმებსა და არქეოლოგიურ ძეგლებს გასულ წელს 4.37 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია, ვიზიტორებს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს: ფარული მიწისქვეშა ქალაქები, კლდეში ნაკვეთი ეკლესიები და უნიკალური გამოქვაბულის სასტუმროები, სადაც ძველი არქიტექტურა თანამედროვეობას ერწყმის. სტუმრებს ასევე შეუძლიათ განიტვირთონ სპა-პროცედურებით გამოქვაბულის სასტუმროებში, ცხენით გაისეირნონ თვალწარმტაც კლდეებში და მიიღონ მონაწილეობა კერამიკის სახელოსნოებში, სადაც საკუთარი ხელით შექმნიან ნამუშევრებს.ამ ყველაფერს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის კაპადოკიის ადგილობრივი სამზარეულო. კაპადოკიაში გელით ახალი, სეზონური პროდუქტებით სავსე მეზეს პორციები; უგემრიელესი ქაბაბი (უფრო გემრიელი ვიდრე დონერის ქაბაბი, რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ ადგილობრივ გარე სივრცეებში), შაურმები, ჩაშუშული და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, რომ აქ ნებისმიერი კერძი არის რეგიონის ნაყოფიერი ბოსტნეულითა და ხილით მზადდება. ასევე უნდა ვთქვათ გარგარის ჩაშუშული, კურკუმას ბრინჯის პუდინგი და სხვ. კაბადოკიას ასევე აქვს მეღვინეობის მრავალწლიანი გამოცდილებაც, ამიტომ გირჩევთ, დააგემოვნოთ ადგილობრივი ენდემური ყურძნისგან დამზადებული ღვინოები და დატკბეთ აქ არსებული საოცრებებით.აღსანიშნავია, რომ კაპადოკია ახლახან MICHELIN-ის გზამკვლევში მოხვდა. ეს კი, კიდევ უფრო განამტკიცებს მის რეპუტაციას როგორც მსოფლიო დონის კულტურული და გასტრონომიული ტურიზმის დანიშნულების ადგილის.