Без рубрики

პურის კულტურა თურქეთში

პური  თურქული სუფრის განუყოფელი ნაწილია — იქნება ეს სოფლის უბრალო სამზარეულო თუ ქალაქის თანამედროვე რესტორანი. აქ პური მხოლოდ საკვები  არ არის — ის  ადგილობრვი მიწების ცოცხალ  მემკვიდრეობას წარმოადგენს.

აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ნაშთები გვიყვება მრავალათასწლოვან ისტორიას პურის შესახებ.    პურის ნარჩენები და მის  მომზადებისთვის საჭირო  უძველესი ხელსაწყო ცხადად მოწმობს საკითხს, რომ პურის კულტურა ამ რეგიონში საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და ვითარდებოდა.

უძველესი აღმოჩენები პურის  ისტორიის შესახებ გვიყვება

ბოლო წლებში ანატოლიაში აღმოჩენილმა პურის ნარჩენებმა მეცნიერებს მნიშვნელოვანი ცოდნა მიაწოდა მისი წარმოშობის შესახებ. კონიაში, ჩათალჰოიუქის უძველეს ნასახლარში  აღმოჩენილია 8,600 წლის ფერმენტირებული პური, რომელიც  ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ასევე, ესქიშეჰირში,  ქიულიუბას გორაკზე არქეოლოგებმა იპოვეს დაახლოებით 5,000 წლის წინ გამომცხვარი პური, რომელიც ემერის ხორბლითა და ოსპით იყო დამზადებული. მეცნიერების აზრით, პურის ნაწილი სპეციალურად დაუწვავთ ნაყოფიერების რიტუალისას და შემდეგ სახლში დაუმარხავთ — რაც იმაზე მეტყველებს, რომ  ძველად პურის მომზადება და რწმენითი ტრადიციები  ერთმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.

ქარამანის  უძველეს ქალაქ თოფრაქთეფეში   ნაპოვნია ხუთი დამწვარი პურის ნაჭერი, რომლებიც VII–VIII საუკუნეებით თარიღდება და, სავარაუდოდ, საეკლესიო რიტუალებში გამოიყენებოდა. შანლიურფას ჰარანის ნანგრევებში კი აღმოაჩინეს პურის ფორმა, რომელიც  დაახლოოებით ბაქლავის ფორმაშია წარმოდგენილი.  ის დაახლოებით 800 წლის წინანდელია და გვიჩვენებს, თუ როგორ ამზადებდნენ ადამიანები პურს საუკუნეების განმავლობაში.

თურქული პურის მრავალფეროვანი სამყარო

ეს უძველესი აღმოჩენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანატოლიას გამორჩეული ადგილი უჭირავს პურის ისტორიაში. თურქეთში პურის კულტურა დღესაც ისეთივე ცოცხალია, როგორც ათასწლეულების წინ. ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონს თავისი ტრადიციული პური გააჩნია:  კერძოდ, შავი ზღვის მხარეში სიმინდის ოქროსფერ პურს ამზადებენ, აღმოსავლეთ ანატოლიაში თონეში გამომცხვარ პურს ცხელ სუპთან ერთად მიირთმევენ.

პური თურქეთში მხოლოდ საკვები კი არაა — ეს არის ერთდროულად ტრადიცია და სტუმართმოყვარეობა.

თურქეთის ცნობილი კერძი — პიდე

თურქეთში ტრადიციული „სომუნი“ თითქმის ყველა სუფრაზეა, მაგრამ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მზადდება კიდევ უამრავი  სახის პური, რომლებიც ადგილობრივ ინგრედიენტებსა და ტრადიციებს ეყრდნობა. მათ შორის ყველაზე ცნობილი არის ფიდე — სქელი ბრტყელი პური, რომელიც შეშის ღუმელში, ქვის ზედაპირზე ცხვება.

პიდე სხვადასხვა ფორმით არსებობს: „თირნაქ ფიდე“, „თომბიქ ფიდე“ ან რამადანის ფიდე — თითოეულს თავისი მომზადების წესი აქვს. ხშირად ფიდეს ამზადებენ გულსართითაც — ყველით, ისპანახით, მოშუშული ან დაქუცმაცებული ხორცით. 

პიდე იმდენად პოპულარულია, რომ მას შეხვდებით ყველგან — სტამბოლის   ქუჩებსა  თუ პატარა ქალაქებსა და სოფლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *