ეკონომიკა

თურქეთის ორგანიზაციები – Trip.com Group და TGA ქვეყნის გლობალური პოპულარიზაციისთვის სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

თურქეთის ორგანიზაციები – Trip.com Group და TGA ქვეყნის გლობალური პოპულარიზაციისთვის სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენTrip.com Group-მა და თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტომ (TGA) სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიზანია თურქეთის წარმოჩენა, როგორც გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულება მსოფლიოს მოგზაურებისთვის.• ეს სტრატეგიული პარტნიორობა თურქეთს გლობალური მოგზაურებისთვის სუპერ მიმართულებად წარმოაჩენს.• თურქეთის შემომავალი ფრენების დაჯავშნა 38%-ით, ხოლო სასტუმროების დაჯავშნა 16%-ით გაიზარდა Trip.com ჯგუფში, რასაც აზიიდან ძლიერი ზრდა განაპირობებს.• თანამშრომლობა ფოკუსირებული იქნება ტურისტული კავშირის გაძლიერებაზე, მდგრადი მოგზაურობის ხელშეწყობასა და მეტი მოგზაურის შთაგონებაზე, რათა მათ აღმოაჩინონ თურქეთის მდიდარი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა.სტამბოლი, თურქეთი, 10 ნოემბერი/თურქეთი ამ მხრივ ცენტრალურ ადგილს იკავებს, რადგან Trip.com Group და თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტო (TGA) ახალ სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ, რათა ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით მოგზაურებისთვის სუპერ დანიშნულების ადგილად წარმოაჩინონ.თანამშრომლობის მიზანია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი სილამაზისა და ცოცხალი გამოცდილების ახალი აუდიტორიისთვის წარმოჩენა, განსაკუთრებით აზიის მასშტაბით. უკვე შეინიშნება მზარდი ინტერესი — Trip.com Group-ის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში თურქეთის მიმართულებით ავიაბილეთების ჯავშნები წინა წელთან შედარებით 38%-ით გაიზარდა, ხოლო სასტუმროების ჯავშნები — 16%-ით. ზრდა ძირითადად მოდის ისეთი ბაზრებიდან, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ჩინეთი, ხოლო ინდონეზიიდან ჯავშნების რაოდენობა შთამბეჭდავად — 178%-ით — არის გაზრდილი.თურქეთის სუპერ დანიშნულების ადგილად შექმნაეს პარტნიორობა თურქეთის ტურიზმის ისტორიაში ახალ თავს აღნიშნავს, რომელიც პრაქტიკულ მონაცემებზე, ინოვაციასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. Trip.com Group და TGA ერთობლივად იმუშავებენ ავიაკომპანიების გაძლიერების , განთავსების ვარიანტების გაფართოებისა და დანიშნულების ადგილზე შეთავაზებების და მათ შორის- ტურების გაუმჯობესებისთვის. ერთად, ისინი დაიწყებენ ერთობლივ ბრენდირებულ კამპანიებს, რომლებიც შეიქმნება იმისთვის, რომ მოგზაურებს შთააგონონ თურქეთში მოგზაურობა და მისი შესწავლა კულტურული თვალსაზრისით.Trip.com Group გამოიყენებს თავის ძლიერ მარკეტინგულ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, რათა გზავნილი მიიტანოს მსოფლიოს მილიონობით პოტენციურ მოგზაურამდე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს — მათ შორის ჩინეთის ჰონგ-კონგის, იაპონიის, მალაიზიისა და ინდონეზიის ბაზრებს. ინიციატივის მიზანია გააძლიეროს აზიასა და ევროპას შორის ტურისტული ნაკადები და გააღრმავოს თურქეთის კავშირი ამ მთავარ ბაზრებთან. Trip.com Group-ის მზარდი ყოფნა თურქეთში — მათ შორის სტამბოლის ოფისის გახსნა — კომპანიის გრძელვადიან ერთგულებაზე მიუთითებს. Trip.com Group-ის გლობალური სტრატეგიული პარტნიორობებისა და პროექტების ვიცე-პრეზიდენტმა, ამანდა ვანგმა, განაცხადა:„თურქეთი ერთ-ერთი იმ მიმართულებათა შორისაა, რომელსაც მართლაც ყველაფერი აქვს — სილამაზე, კულტურა, ისტორია და პოტენციალი მოგზაურთათვის უნიკლაური ამბების მოყოლისა,… ჩვენი პარტნიორობა TGA-სთან მიზნად ისახავს ამ ამბის გარდაქმნას ნამდვილ, შთამბეჭდავ მოგზაურობის გამოცდილებად. ამ ხედვის რეალიზებისთვის ვქმნით პრემიუმ ტურებს, რომლებიც აერთიანებს კულტურულ ავთენტურობას და ციფრულ ინოვაციებს. გვიხარია, რომ მეტი მოგზაური, განსაკუთრებით აზიიდან, შეძლებს თურქეთის ჯადოსნურობის აღმოჩენას, და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ინდუსტრიის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზე.“თურქეთის ტურიზმის პოპულარობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ის ფაქტი, რომ სტამბოლი მოხვდა Trip.Best-ის 2025 წლის ტოპ 100 გლობალური დანიშნულების სიაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქალაქის სტატუსს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ტურისტული ცენტრი.პარტნიორობის გაღრმავების პარალელურად, ორივე მხარე მიზნად ისახავს ტურიზმში თანამშრომლობის ახალი სტანდარტების ჩამოყალიბებას — მდგრადი ზრდის ხელშეწყობითა და მოგზაურის გამოცდილების გაუმჯობესებით. Trip.com Group უკვე ეხმარება მომხმარებლებს GSTC-სერტიფიცირებული თურქული სასტუმროების პოვნაში, რაც მხარეების საერთო ერთგულებას ადასტურებს პასუხისმგებელი და ეკოლოგიურად მდგრადი ტურიზმის მიმართ.თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოს გენერალურმა მენეჯერმა, სინან სეჰა თიურქსევენმა, აღნიშნა:„გაეროს ტურიზმის მონაცემებით, თურქეთი მსოფლიოში ტურისტთა მიღებით მეოთხე ადგილს იკავებს, ამიტომ Trip.com Group-თან თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ კომპანიის დიდ გავლენას გლობალურ ტურიზმზე. თურქეთის ტურისტული მიმართულებები სტუმრებს უნიკალურ და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს. ჩვენი საერთო ისტორია ათასწლეულებს ითვლის, ამიტომ განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ კიდევ უფრო მეტ ჩინელ მოგზაურს მივესალმებით — ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მათ ის განსაკუთრებული გამოცდილება ელით, რასაც იმსახურებენ.“Trip.com Group-ის შესახებTrip.com Group მსოფლიოში წამყვანი ტურისტული სერვისების პროვაიდერია, რომელიც აერთიანებს პლატფორმებს: Trip.com, Ctrip, Skyscanner და Qunar.კომპანია მთელ მსოფლიოში მოგზაურებს ეხმარება ინფორმირებული და ხელმისაწვდომი გადაწყვეტილებების მიღებაში — მგზავრობის დაგეგმვისა და დაჯავშნისას. გარდა ამისა, Trip.com Group პარტნიორებს სთავაზობს შესაძლებლობას, თავიანთი ტურისტული შეთავაზებები მომხმარებლებს მოუტანონ ერთიან ეკოსისტემაში, რომელიც აერთიანებს მდიდარ ტურისტულ კონტენტს, რესურსებსა და მაღალტექნოლოგიურ ტრანზაქციულ პლატფორმას (მობილური აპლიკაციები, ვებსაიტები და 24/7 მომხმარებელთა მომსახურება).კომპანია დაარსდა 1999 წელს, NASDAQ-ზე გამოვიდა 2003-ში, ხოლო ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე — 2021 წელს. დღეს Trip.com Group ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გლობალურ ტურისტულ ბრენდად ითვლება, მისი მისია კია:„იდეალური მოგზაურობის ძიება უკეთესი სამყაროსთვის.“მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: group.trip.comგვიპოვეთ სოციალურ ქსელებში: X, Facebook, LinkedIn და YouTubeთურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოს (TGA) შესახებTGA დაფუძნდა 2019 წლის 15 ივლისს და მისი მთავარი მიზანია თურქეთის, როგორც ძლიერი ტურისტული ბრენდისა და პოპულარული მიმართულების წარდგენა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.სააგენტო მუშაობს თურქეთის მატერიალური და არამატერიალური ბუნებრივი, კულტურული, ბიოლოგიური და ხელოვნურად შექმნილი მემკვიდრეობის აღმოჩენასა და პოპულარიზაციაზე; ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდასა და ტურიზმში ინვესტიციების წახალისებაზე.TGA-ს საქმიანობა ემყარება თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ სტრატეგიებს და მოიცავს ყველა საკომუნიკაციო, სარეკლამო და მარკეტინგულ აქტივობას, რომელიც მიზნად ისახავს თურქეთის ტურისტული მიზნების მიღწევას, არსებული ტურისტული შესაძლებლობების გლობალურ პოპულარიზაციას და ახალი მიმართულებების განვითარებას.ვებგვერდი: www.tga.gov.tr თურქეთის ოფიციალური ტურიზმის პლატფორმა: www.goturkiye.com TGA-ს მედია-გუნდი: prteam@tga.gov.tr

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *