ელჩი ჭოუ ციენი ყოველწლიურ საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობას დაესწრო
29 ნოემბერს, ელჩი ჭოუ ციენი და მისი მეუღლე, საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, დაესწრნენ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია “საქართველოს” მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობას.
საელჩოს მიერ გულდასმით მომზადებულმა ჩინურმა ხელნაკეთმა ნივთებმა და ტრადიციულმა კერძებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. სათამაშო პანდებმა, ჩაის ჭურჭელმა, მრგვალი ფორმის მარაოებმა ყვავილებისა და ფრინველების გამოსახულებით, აბრეშუმის შარფებმა და სხვა ჩინური სტილის ხელნაკეთმა ნივთებმა უამრავი სტუმარი მოიზიდა. დიდი მოწონება დაიმსახურა ჩინურმა დელიკატესებმა, როგორიცაა იანგჭოუს შემწვარი ბრინჯი და ორთქლზე მომზადებული პაოწი, რამაც ქართველი მეგობრებისთვის ჩინური კულტურისკენ მიმავალი კარი გახსნა. ელჩმა ჭოუ ციენმა და მისმა მეუღლემ წარმოდგენილი პროდუქცია და ტრადიციული ჩინური კულტურა გულთბილად გააცნეს ორგანიზატორებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და სხვა სტუმრებს. დამსწრე საზოგადოებამ დიდი მოწონება გამოთქვა ჩინური ხელოვნების სილამაზისა და ჩინური კულტურის მიმართ.
ღონისძიებას ესწრებოდა უამრავი სტუმარი. ბაზრობის დასრულების შემდეგ, საელჩომ მიღებული შემოსავალი სრულად გადასცა ქალთა საერთაშორისო ასოციაცია “საქართველოს” საქველმოქმედო პროექტების მხარდასაჭერად.
