ყაზახეთის ელჩმა საქართველოში ქ.თბილისის მერთან შეხვედრა გამართა
2020 წლის 22 ივნისს ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ბაურჟან მუხამეჯანოვმა გამართა სამუშაო შეხვედრა ქალაქ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან.
საუბრის მსვლელობისას განხილულ იქნა მიმდინარე ვითარება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ასევე ეკონომიკური შედეგები ყაზახეთსა და საქართველოში. ბ.მუხამეჯანოვმა დადებით კონტექსტში აღნიშნა COVID-19–ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატებული გამოცდილება. საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული დროული ყოვლისმომცველი ზომების შედეგად, ქვეყანაში შეინიშნება დამაკმაყოფილებელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.
დაძმობილებული ქალაქების, ქ.ნურ-სულთანის და ქ.თბილისის კავშირების განმტკიცების კონტექსტში, მხარეებმა აღნიშნეს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების განვითარების ფართო პოტენციალი. ამასთან დაკავშირებით ბ.მუხამეჯანოვმა აცნობა ყაზახურ-ქართული ბიზნეს ასოციაციის შექმნის გეგმების შესახებ.
ყაზახეთის დიდი პოეტის და განმანათლებლის, აბაი კუნანბაევის დაბადებიდან 175 წლის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში, ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ქალაქ თბილისის ადგილობრივ მმართველობასთან აქტიური ურთიერთქმედებით მუშავდება მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქში აბაის სახელობის ქუჩის გახსნის საკითხი