ახალი ავტობუსები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა.
✅ პროექტის ფარგლებში ქუთაისს – 60, რუსთავს – 40, გორს – 30, ზუგდიდს – 25, ხოლო თელავს და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაეცემათ.
► ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S.“ უზრუნველყოფს 2020 წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში 117 ცალი 8.5-მეტრიანი და 58 ცალი 10-მეტრიანი ავტობუსების მუნიციპალიტეტებისთვის ეტაპობრივად მიწოდებას.
► ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
► პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.