30 აგვისტო-ყაზახეთის კონსტიტუციის დღე
ყაზახეთის რესპუბლიკის 1995 წლის კონსტიტუცია გახდა სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების, საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის, დემოკრატიის განვითარების, ყაზახების ერთიან ერად კონსოლიდაციის ფაქტორი. ამასთან, ძირითადი კანონის შემუშავებასა და მიღებაში გადამწყვეტი როლი ეკუთვნის პირველ პრეზიდენტს -ნურსულთან ნაზარბაევს.
1995 წლის 30 აგვისტოს რეფერენდუმით ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების დღიდან ქვეყანაში დაიწყო მდგრადი საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარების პერიოდი, ხოლო გამოცხადებული კონსტიტუციური იდეალები მომავლის სიმბოლოებიდან გადავიდა სახელმწიფოსა და საზოგადოების სტრატეგიისა და ტაქტიკის განვითარების დღის წესრიგში.
ყაზახეთის კონსტიტუცია წარმოადგენს პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემის ბირთვს, ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის, კანონიერებისა და მართლწესრიგის იურიდიულ საფუძველს, საძირკველს, რომელზეც დაფუძნებულია მთელი კანონმდებლობა და სამართალგამოყენების პრაქტიკა. დღეს ყაზახეთის მოქალაქეები მიმართავენ მას, როგორც უმნიშვნელოვანეს და ეფექტურად მომუშავე სამართლებრივ დოკუმენტს.
ამ წლებში, ყაზახეთის კონსტიტუციამ აჩვენა თავისი მაღალეფექტურობა, უზრუნველყო მშვიდობა, თანხმობა და აყვავება, ქვეყნის განვითარება, ყაზახების კეთილდღეობის, მომავლისკენ მიმართული ახალგაზრდა სახელმწიფოს მიმართ ნდობისა და პატივისცემის ზრდა.
ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის მიერ ინიცირებულია და პარლამენტთან ერთად განხორციელებულია კონსტიტუციის სამი რეფორმა. თითოეული მათგანი ხასიათდება კონსტიტუციური მშენებლობის ყველა ნიუანსის შემუშავების სიღრმით და მასშტაბურობით, საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან და ექსპერტებთან მაქსიმალურად ფართო განხილვის გზით. კონსტიტუციური რეფორმების დადებითი რეფორმები სახეზეა.
Конец формы
სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია კონსტიტუციური ფასეულობების სრულფასოვან განხორციელებაზე. მთლიანობაში, საკონსტიტუციო პროცესი წარმოადგენს ყაზახეთის რესპუბლიკის, როგორც დემოკრატიული, საერო, იურიდიული და სოციალური სახელმწიფოს საკმაოდ რთული თანმიმდევრული და წარმატებული დამკვიდრების ნიმუშს.
ისტორიიდან
ამჟამად ყაზახეთში მოქმედებს რიგით მეხუთე კონსტიტუცია.
საბჭოთა პერიოდში მიღებული იქნა სამი:
– ყაზახეთის ასსრ 1926 წლის კონსტიტუცია;
– ყაზახეთის სსრ 1937 წლის კონსტიტუცია;
– ყაზახეთის სსრ 1978 წლის კონსტიტუცია;
დამოუკიდებელი ყაზახეთის პირველი კონსტიტუცია მიღებულ იქნა რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1993 წლის 28 იანვარს
ქვეყნის მოქმედი ძირითადი კანონი არის მრავალწლიანი კოლექტიური შრომის შედეგი, რომლის სათავეში იყო ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი – ნ.ა. ნაზარბაევი, რომელმაც იმ რთულ პერიოდში მოახერხა თავის გარშემო მილიონობით ყაზახის შემოკრება და პროექტის შემუშავებისას იდეების გენერატორს წარმოადგენდა. პროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღო 3 მილიონზე მეტმა ყაზახმა.
1995 წლის 30 ივნისს წარმოდგენილი იქნა ძირითადი კანონის პროექტი საერთო ეროვნული მსჯელობისთვის. თვის განმავლობაში დაახლოებით 33 ათასი კოლექტიური მსჯელობა გაიმართა და შემოვიდა დაახლოებით 30 ათასი წინადადება და შენიშვნა. მიუხედავად იმისა, რომ, მთლიანობაში, პროექტის იდეოლოგია და ძირითადი შინაარსი შენარჩუნებული იქნა, ნახევარზე მეტში, კერძოდ 55 სტატიაში, შევიდა 1100 შესწორება და დამატება.
რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკის 8 მილიონზე მეტმა მოქალაქემ. ახალ კონსტიტუციას მხარი დაუჭირა 7.2 მილიონმა ადამიანმა, ანუ ამომრჩეველთა 89,14 პროცენტმა. შედეგად, 1995 წლის 30 აგვისტოს რესპუბლიკური რეფერენდუმით მიღებული იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია.
რა მოგვცა 1995 წლის კონსტიტუციამ
კონსტიტუციამ შესაძლებელი გახადა გარდამავალი პერიოდის მთავარი ამოცანის გადაწყვეტა – საერთაშორისო ურთიერთობების ახალი სუბიექტის – ყაზახეთის- სამართლებრივი ჩარჩოებში ჩამოყალიბების უზრუნველყოფა. ამ რთულ პერიოდში ქვეყანამ მოახერხა შეიარაღებული ან სხვა მასობრივი შეტაკებებისა და კონფლიქტების თავიდან აცილება.
კონსტიტუციის პირველი მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ახალი ყაზახეთის თვისებებს, რომელიც თავის თავს წარმოადგენს, როგორც დემოკრატიულ, საერო, სამართლებრივ და სოციალურ სახელმწიფოს, რომლის ყველაზე მაღალ ფასეულობას წარმოადგენს ადამიანი, მისი სიცოცხლე, უფლებები და თავისუფლებები. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია იმაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე ადამიანზე, მის კეთილდღეობაზე ზრუნვა.
კონსტიტუციით განმტკიცდა კანონისა და სასამართლოს წინაშე თითოეული ადამიანის თანასწორობის პრინციპი, იდეოლოგიური და პოლიტიკური მრავალფეროვნება, ადამიანისა და მოქალაქის პირადი, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების კომპლექსი.
რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის განთიადზე გამოქვეყნებულმა თეზისმა („ჯერ ეკონომიკა და შემდეგ პოლიტიკა“), რომელიც გამომდინარეობდა მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ ეკონომიკური განვითარების კონსტიტუციური პრინციპიდან (ძირითადი კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი), მძლავრი ბიძგი მისცა ქვეყანაში სოციალურად ორიენტირებული მიმართულების საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებას. რესპუბლიკის კონსტიტუციით განმტკიცებული სახელმწიფო და კერძო საკუთრების აღიარება და თანაბარი დაცვა, მეწარმეობის თავისუფლება, საკუთრების ხელშეუხებლობა, წარმოადგენს თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების, ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან გარანტიას.
კონსტიტუციამ განსაზღვრა მართვის საპრეზიდენტო ფორმა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობა. პრეზიდენტი წარმოადგენს სახელმწიფოს მეთაურს, მის უმაღლეს თანამდებობის პირს, რომელიც განსაზღრავს სახელმწიფოს შიდა და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, წარმოადგენს ხალხისა და სახელმწიფო ხელისუფლების ერთიანობის, კონსტიტუციის, ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების ურყეობის სიმბოლოს და გარანტს.
ძირითადი კანონის მე-2 სტატიაში ნათქვამია, რომ რესპუბლიკის სუვერენიტეტი ვრცელდება მთელ მის ტერიტორიაზე. სახელმწიფო უზრუნველყოფს თავისი ტერიტორიის მთლიანობას, ხელშეუხებლობასა და განუყოფლობას. ყაზახეთის რესპუბლიკა არის უნიტარული სახელმწიფო, საპრეზიდენტო მართვის ფორმით.
კონსტიტუციის მე-8 მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ ყაზახეთის რესპუბლიკა პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს, გულისხმობს მათ გათვალისწინებას შიდა სახელმწიფოებრივი სამართლის შექმნისას. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი წესით მოხდება იმის აღიარება, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება ან მისი ცალკეული დებულებები ეწინააღმდეგება რესპუბლიკის კონსტიტუციას, რომელსაც ძირითადი კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად რესპუბლიკის ტერიტორიაზე გააჩნია უმაღლესი იურიდიული ძალა, ასეთი ხელშეკრულება არ შესრულდება.
დღეს წარმატებით მუშაობს ორპალატიანი პარლამენტი, ეფექტურად ფუნქციონირებენ ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოები, რომელთა სათავეშიც დგას მთავრობა. ეფექტურად ფუნქციონირებს, განვითარებულია და უფრო სრულყოფილი ხდება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.
საკონსტიტუციო რეფორმები
საკონსტიტუციო რეფორმების ძირითადი შინაარსობრივი პოზიციები გახდა: მოქალაქეთა გარანტიებისა და თავისუფლებების განმტკიცება; საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და პოლიტიკური პარტიების როლის გააქტიურება, რომლის პრაქტიკულ განხორციელებასაც მივყავართ თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების შემქნასთან, პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო მექანიზმში ინტეგრაციასთან, მათი ხალხის ნების გამოვლინების მთავარ ინსტრუმენტად გადაქცევის და მისი სახელმწიფო ხელისუფლებაში შემდგომი ტრანსფორმაციის გზით; პარლამენტარიზმის განმტკიცება; ხელისუფლების საკანონმდებლო შტოს – პარლამენტსა და ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს – მთავრობას შორის ურთიერთობების ახალი მექანიზმის ჩამოყალიბება და სხვა.
2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა ახალი კანონზომიერი ეტაპი გახდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს თანმიმდევრულად აგებული სტრატეგიის „ყაზახეთი-2050“ ფარგლებში გარდაქმნის, ყაზახეთის ყველაზე განვითარებული ოცდაათი ქვეყნის რიცხვში შესვლის გზაზე. ის აგვირგვინებს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნ.ა. ნაზარბაევის ინსტიტუციონალური ხუთი რეფორმის შესრულებას და ქმნის პოლიტიკურ-სამართლებრივ წინაპირობებს მესამე მოდერნიზაციის ეტაპის ფარგლებში ყაზახეთის ხარისხიანი ზრდისა და ქვეყნის გლობალურ კონკურენტუნარიანობაში მტკიცე პოზიციების უზრუნველყოფისთვის.
2017 წლის 10 მარტის კანონით განხორციელდა მმართველობის საპრეზიდენტო ფორმის დემოკრატიული მოდერნიზაცია სახელმწიფოს მეთაურის კონსტიტუციური სტატუსის დაზუსტების, პარლამენტის და მთავრობის როლის, დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის გაძლიერების, პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას შორის სახელმწიფო უფლებამოსილებების გადანაწილების მეშვეობით, სახელმწიფო ძალაუფლების ერთიანობისა და განცალკევების პრინციპის საფუძველზე. კონსტიტუციის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, კანონმა გააძლიერა კონსტიტუციური კონტროლის ინსტიტუტი და გაზარდა საკონსტიტუციო საბჭოს პასუხისმგებლობა.
Мәңгілік Ел (მარადიული ქვეყანა)
ყაზახეთის იდენტურობისა და ერთიანობის ჩამოყალიბების საერთო მოქალაქეობრივი ღირებულებების სისტემას წარმოადგენს «Мәңгілік Ел»-ის პრეზიდენტის საერთო ეროვნული პატრიოტული იდეა. ის ეფუძნება კონსტიტუციის პრეამბულაში ჩადებულ იდეებს.
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა განსაზღვრა ერთიანი მომავლის ერის ჩამოყალიბების ძირითადი მიმართულებები: 1) ძირითადი ბირთვი არის ყაზახეთის თვითმყოფადობა, რომელიც ემყარება მოქალაქეობის პრინციპს და «Мәңгiлiк Ел»-ის საერთო ეროვნული პატრიოტული იდეა; 2) კანონის უზენაესობის ზოგადი ეროვნული ფასეულობების განმტკიცება; 3) კონფესიათაშორისი თანხმობის გაძლიერება; 4) საშუალო კლასი – ყაზახური იდენტურობისა და ერთიანობის ჩამოყალიბების საფუძველი; 5) ეფექტური სოციალური ლიფტების ჩამოყალიბება ყაზახეთის ყველა მოქალაქისთვის, ყოველგვარი განსხვავებებისა და შეზღუდვების გარეშე; 6) სამი – ყაზახური, რუსული და ინგლისური ენის – განვითარება. ისინი გაფორმებულია სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტში – ყაზახური იდენტურობის და ერთიანობის განმტკიცებისა და განვითარების კონცეფციაში (რესპუბლიკის პრეზიდენტის 2015 წლის 28 დეკემბრის ბრძანებულება 14147).
საყოველთაო შრომის საზოგადოება
სახელმწიფოს სოციალური ხასიათი ორგანულად არის შერწყმული სახელმწიფოს მეთაურის მიერ გამოცხადებულ საყოველთაო შრომის საზოგადოების იდეასთან, რომლის კონსტიტუციურ საფუძველს წარმოადგენს ძირითად კანონში გამოცხადებული თითოეული ადამიანის შრომის თავისუფლების, საქმიანობისა და პროფესიის სახეობის თავისუფალი არჩევის, მეწარმეობისა და ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობისთვის საკუთარი ქონების გამოყენების უფლება და სხვა. კონსტიტუცია უყრდნობა იმას, რომ ადამიანების კეთილდღეობის წყარო არის შემოქმედებითი შრომა. სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს თითოეული ადამინისთვის შრომის პირობები, რომლებიც პასუხობს უსაფრთხოებისა და ჰიგიენის მოთხოვნებს, შრომის ანაზღაურება ნებისმიერი დისკრიმინაციის გარეშე, ასევე უმუშევრობისგან სოციალური დაცვა. ყველაფერი ეს იძლევა დაბალანსებული სახელმწიფო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას. ცხოვრების მაღალი დონე და ხარისხი – ჩვენი ქვეყნის განვითარების რეალური მიზანია. ამავე დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხიან განათლებას, მაღალტექნოლოგიურ მედიცინას, ცხოვრების ჯანსაღ წესს და მასობრივ სპორტს.
ყაზახეთის ხალხის ასამბლეა და თანხმობა საზოგადოებაში
ყაზახეთი-ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს კონსტიტუციის სტატუსის მქონე უნიკალური ინსტიტუტი- ყაზახეთის სახალხო ასამბლეა. იგი ხელს უწყობს მრავალი ეთნიკური საზოგადოების ყაზახური მოდელის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას, ერის თანმიმდევრულ გაერთიანებას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყანაში მშვიდობისა და ჰარმონიის განმტკიცებაში. სახელმწიფოს მეთაურის ინიციატივით, ქალაქ ნურ-სულთანში რეგულარულად იმართება მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა ყრილობები, რომლებმაც მოიპოვეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მსოფლიოში, რომელიც გახდა კონფესიათაშორისი და რელიგიათაშორისი ურთიერთობების საკითხების გადაწყვეტის ავტორიტეტული დიალოგის პლატფორმა.