ღვინის კომპანიის„შუმი“ ტურისტულ ბაზაზე მედიის წარმომადგენლებისთვის „მედია რთველი 2020“ გაიმართა

17ოქტომბერს, წინანდალში, ღვინის კომპანიის„შუმი“ ტურისტულ ბაზაზე მედიის  წარმომადგენლებისთვის „მედია რთველი 2020“ გაიმართა, რომელიც კომპანიისმე-20-ე საიუბილეო რთველის ფარგლებში ჟურნალისტები საკოლექციო ვენახებს დაათვალიერეს, სადაც ვაზის 900-მდე ჯიშია დაცული, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშები. მედიის წარმომადგენლები რთველში მიიღეს მონაწილეობას, რის შემდეგაც საწნახელში ყურძნის დაწურვას შეუერთდნენ.

ღვინის კომპანიის „შუმი“ 9 ჰექტარზე გაშენებული ტურისტული კომპლექსი ისტორიულ ადგილას მდებარეობს და ალექსანდრე ჭავჭავაძის ეროვნულ პარკს ესაზღვრება. კომპლექსში საკოლექციო ვენახების გარდა ეთნოგრაფიული სახლი, ვაზის და ღვინის მუზეუმი, რომლის უძველესი ექსპონატები 6000 წლით თარიღდება, ღვინის მარანი და ენოთეკაა განლაგებული. აქ წარმოდგენილია ცნობილი სკულპტორების მერაბ მერაბიშვილის, ზურაბ წერეთლის, გია ჯაფარიძის, გელა დურუჯელის, გია ხიზანიშვილის და სხვების ნამუშევრები.ამავე ტერიტორიაზეა განთავსებული „შუმის“ ღვინის მაღაზია, რომელიც პროდუქციის ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა, ქართული ტრადიციული და კლასიკური ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოები, სხვა ალკოჰოლური სასმელები,   მათ შორის ისეთი უნიკალური  სასმელები, რომლებსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვთ -ლაზარე, შობილი, ზიგუ, გენეზისიდა სხვა.

შუმის ტურისტული კომპლექსი ვიზიტორებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ მომსახურებებს – შემეცნებითი  ტური, სხვადასხვა სადეგუსტაციო პაკეტები, კულინარიული მასტერკლასები, მათ შორის ქართული პურის და ხაჭაპურის ცხობა, ხინკლის მოხვევა, ჩურჩხელის ამოვლება და სხვა. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონრთველში და  საკუთარი ხელით  დაკრეფილი ყურძენიქვევრშიჩაწურონ.

ღვინის კომპანია „შუმი“ 1997 წელს დაარსდა, 2001 წელს დასრულდა ღვინის ქარხნის მშენებლობა და საკუთარი ვენახიდან პირველი მოსავლის მიღება.იგი ერთ-ერთიპირველი კომპანიაა  საქართველოში, რომელიც 2005 წელსსაერთაშორისო სერტიფიკატის DIN EN ISO 9001:2000 და HACCP, 2012 წელს კი ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და პროდუქტთა უსაფრთხოების ISO 22000 და HACCP მფლობელი გახდა.კომპანია 2004 წლიდან აწარმოებს ბიოღვინოს, რომელიც სერთიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.შუმი საქართველოში პირველი ღვინის კომპანიაა, რომელიც წარდგენილია ბიოდინამიკური ვენახის დემეტერის საერთაშორისო სტანდარტების  მიხედვით სერტიფიცირებაზე.

ღვინის კომპანია „შუმი“ მსოფლიოს 29ქვეყანაში ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს, დაჯილდოებულია300-ზემეტი  უმაღლესი  ხარისხის მედლით.  კომპანიას  აქვს ღვინის ფართო ასორტიმენტი, ყურძნისეული წარმოშობის მაგარი ალკოჰოლური და მათ შორის ექსკლუზიური სასმელები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ღვინის კომპანიის“შუმი”საიუბილეო რიგით მე-20-ე რთველის ფარგლებში გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *