საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო BSEC-ის უფროსი თანამდებობის პირთა (CSO) შეხვედრაში
2020 წლის 25-26 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) უფროსი თანამდებობის პირთა კომიტეტის ((CSO) – შეხვედრას ესწრებიან მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირები) ვირტუალურ შეხვედრაში.
შეხვედრის დროს განხილულ იქნა მთელი რიგი თემები, მათ შორის BSEC-ის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების, ორგანიზაციის 2021 წლის ბიუჯეტის მიღების, BSEC-ის სამდივნოში ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშვნის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
ქართულმა მხარემ გამოსვლისას ხაზი გაუსვა ევროკავშირთან სტრატეგიული კავშირების განვითარების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენელს BSEC-ის ფარგლებში განხორციელებული პროექტებისთვის.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სხდომა წარმოადგენდა, 27 ნოემბერს გასამართი BSEC-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მოსამზადებელ შეხვედრას.