რაჭა-ლეჩხუმში დაგეგმილი ჰესების წინააღმდეგ მოთხოვნებს 10 000-ზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს


რაჭა-ლეჩხუმში დაგეგმილი მასშტაბური ჰესების წინააღმდეგ მოთხოვნებს 10 000-ზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს – სწორედ ამდენი ხელმომწერი შეუერთდა ჰესების წინააღმდეგ მიმართულ პეტიციას: #გადავარჩინოთრიონი

პეტიციის ავტორები არიან რაჭაში ონის ჰესების კასკადისა და ლეჩხუში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ მებრძოლი ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც რიონის დასაცავად გაერთიანდნენ.

ონის და ნამახვანის კასკადებისაფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედრაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობააც და რეგიონების მდგრად განვითარებას“,- ნათქვამია პეტიციაში, რომელიც ჰესების მშენებლობის შეჩერებას ითხოვს და დეტალურად მიმოიხილავს როგორც ნამახვანის, ისე ონის ჰესების კასკადის ზეგავლენასა თუ საფრთხეებს, მათ შორის, სეისმურ რისკებს, უარყოფით გავლენას ფლორასა და ფაუნაზე, ტვიშისა და ხვანჭკარის უნიკალურ მიკროზონებზე, რაჭაში ცნობილი უწერის მინერალურ წყლებზე და . . აქტივისტები გეგმავენ, აღნიშნული ხელმოწერები და მოთხოვნები წარუდგინონ პეტიციის ადრესატებს, რომლებიც არიან: საქართველოს მთავრობა , საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პრემიერმინისტრი, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტრო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.

უღრმესი მადლობა გვინდა ვუთხრათ იმ ადამიანებს ვინც აქტიურად არის ამ პროცესებში ჩართული და ვინც მხარი დაგვიჭირა. 10 000 ხელმოწერა ერთერთ ნაბიჯია გამარჯვებისკენ, თუმცა, საბოლოო გამარჯვება ჯერ კიდევ მოსაპოვებელი გვაქვს და უნდა განვაგრძოთ ბრძოლა მათ, ვინც ვთვლით, რომ სხელმწიფოს ეს ენერგოპოლიტიკა არსწორია“, –  განაცხადა პეტიციის ერთერთმა ავტორმა და ლეჩხუმის ადგილობრივმა მკვიდრმა, ვარლამ გოლეთიანმა.

თუ იქნება ონის კასკადიარ იქნება მდინარე, გაქრება უწერის თემი. თუ აშენდება ნამოხვანიგაქრება ლეჩხუმი. ამიტომბრძოლა გამარჯვებამდე“,  –  აღნიშნა პეტიციის ერთერთმა ავტორმა რაჭიდან, რატი მეტრეველმა.

ბოლო თვენახევრისგანმავლბაში უწყვეტი საპროტესტო აქცია გრძელდება ნამახვანი ჰესის წინააღმდგადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს ჰესის სამშენებლო ტერიტორია დატოვოს ნამახვანი ჰესის მშენებელმა კომპანიამენკა რენიუებლსმა“.

საპროტესტო აქცია იგეგმება  29 დეკემბერს 10:30- ზე თბილისის საქალაქო სასამართლოთანაც, სადაც ონის კასკადზე გაცემული გარმოსდაცვითი ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *