“ყრუ-უსინათლოთა ხმა საქართველოში”
2020 წლის 15 დეკემბერს, პროექტის “ყრუ-უსინათლოთა ხმა საქართველოში” საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ბულგარეთის რესპუბლიკის საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქალბატონმა დესისლავა ივანოვა-კოზლევამ და ჰუმანდოკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის საქართველოს წარმომადგენლობის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ქალბატონმა მეგი ბიბილურმა.
პროექტის მიზანია საქართველოში ყრუ-უსინათლო პირთა უფლებების დაცვა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდება საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირთან და ბულგარეთის ყრუ-უსინათლოთა ეროვნული ასოციაციასთან (NADbBg) მჭიდრო თანამშრომლობით და აქტიური ჩართულობით.
10 თვის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, დახმარება გაეწევა ყრუ-უსინათლოთა კლუბებს თბილისში, თელავში, ზუგდიდში და ბათუმში. ყრუ-უსინათლო პირები სამიზნე რეგიონებში მიიღებენ ხელმისაწვდომობას თარჯმან მეგზურის მომსახურებასა და ონლაინ იურიდიულ კონსულტაციაზე.
ყრუ-უსინათლო მოზარდების განათლების პროცესში მონაწილე პირთათვის მიწოდებული იქნება მეთოდოლოგიური დახმარება. NADbBg-ის წარმომადგენლები მათ გაუზიარებენ ბულგარეთის გამოცდილებას იმ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით, რომლებიც ყრუ-უსინათლო პირთა წინაშე დგას ბულგარეთში.

ჩატარებული აქტივობების დიდი ნაწილი გამიზნული იქნება საქართველოს საზოგადოებაში, ადგილობრივ მუნიციპალურ და ეროვნულ დონეზე ყრუ-უსინათლო პირთა საჭიროებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ და აღნიშნულ სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისკენ.
ჰუმანდოკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული პროექტი “ყრუ-უსინათლოთა ხმა საქართველოში” მხარდაჭერილი იქნა ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მეშვეობით, ბულგარეთის რესპუბლიკის განვითარების დახმარების პროგრამის ფარგლებში.
შეგახსენებთ რომ 2018 წლიდან, ფონდ HumanDoc-ისა მხარდაჭერით, საქართველოში დაიწყო პროცესი “ყრუ-უსინათლო პირთა მხარდამჭერი სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში”. ეს გახლავთ პროგრამა საქართველოში, რომელიც ერთდროულად სმენისა და მხედველობის დაზიანების მქონე ადამიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ჩამოყალიბდა ყრუ-უსინათლო პირთა რეაბილიტაციის, განათლებისა და ინტეგრაციის ცენტრები, ოთხი კლუბი საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, თელავსა და ზუგდიდში. პოლონური გამოცდილების გაზიარებით, ინტენსიური სასწავლო კურსის შედეგად, მომზადდა ყრუ-უსინათლო პირთა 15 თარჯიმან-მეგზური და თარჯიმან-მეგზურის ინსტრუქტორები, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში აღნიშნულ კლუბებში საქმიანობენ და ყოველდღიურად უჭერენ მხარს ყრუ-უსინათლო ბენეფიციარებსა და მათ ოჯახის წევრებს.
პროგრამის ფარგლებში დაიბეჭდა პირველი პუბლიკაცია ყრუ-უსინათლო პირების შესახებ ქართულ ენაზე და შეიქმნა ლორმის (ტაქტილური) ანბანის ქართული ვერსია.
ასე დაფუძნდა ორგანიზაცია “საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირი”, რომელიც გააგრძელებს ყრუ-უსინათლო პირთათვის კეთილდღეობის სისტემის შენების ხელშეწყობას. ორგანიზაციის მისიაა ყრუ-უსინათლო პირებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის გაუმჯობესება ცნობიერების ამაღლების, გაძლიერების, ადვოკატირებისა და მათთვის ძლიერი მხარდამჭერი სისტემის შექმნის ხელშეწყობის გზით.
საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირი https://deafblind.ge/
საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირი Facebook-ზე https://www.facebook.com/GeoLorm
ფონდ ჰუმანდოკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი თბილისში https://www.facebook.com/HumanDocGeo