EBRD ხელს უწყობს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას თიბისი ლიზინგის საშუალებით

  • მილიონიევრო სესხითიბისილიზინგსსაქართველოშიკერძობიზნესებისათვისსესხისგაცემისმიზნით
  • EBRD-ის სესხიადგილობრივისაწარმოებისათვის ფინანსებზეხელმისაწვდომობისგასაზრდელად
  • საქართველოსეკონომიკისმდგრადობისმხარდაჭერა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გამოყოფს 6 მილიონ ევროს (ან ექვივალენტს აშშ დოლარში) ოდენობის სესხს თიბისი ლიზინგისათვის, საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის (MSME) დაფინანსებაზე წვდომის გაზრდის მიზნით, განსაკუთრებით რეგიონებში. 

თიბისი ლიზინგი არის ყველაზე მსხვილი სალიზინგო კომპანია საქართველოში და მას სრულად ფლობს თიბისი ბანკი, რომელიც EBRD-ის დიდი ხნის პარტნიორია. ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) განთავსებული, თითქმის 30 წელია წარმატებით აფინანსებს ბიზნესებს საქართველოს ყველა სექტორში.

EBRD რჩება მნიშვნელოვან პარტნიორად საქართველოში კოვიდ-19 კრიზისის დროს. MSME წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან სეგმენტს და ამ რთულ პერიოდში მათი მხარდაჭერა ბანკის პრიორიტეტად რჩება.

კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა: „EBRD მოხარულია ხელი შეუწყოს სალიზინგო ბაზრის განვითარებას და გააფართოოს ფინანსური ხელმისაწვდომობა ქართული კომპანიებისთვის ალტერნატიული საკრედიტო არხებით. თანხები განსაზღვრულია მცირე ბიზნესებისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ყველაზე მეტი დაფინანსებაა საჭირო, განსაკუთრებით თბილისის გარეთ. თიბისი ლიზინგი სრულიად მზად არის, რომ EBRD–ის დაფინანსება კომპანიებამდე მიიტანოს, რომლებიც უპრეცედენტო არასტაბილურობის პერიოდს გადიან. ბიზნესისთვის ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა და სესხების უწყვეტად გაცემა აუცილებელია ეკონომიკის ფუნქციონირების შენარჩუნებისთვის.”

ნუგზარ ლოლაძემ, თიბისი ლიზინგის ფინანსურმა დირექტორმა განაცხადა: „მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა ვითანამშრომლოთ EBRD–სთან ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად და გავზარდოთ დაფინანსების ალტერნატიული საშუალებები, როგორიცაა ლიზინგი, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარული ხდება. ჩვენი, როგორც საქართველოში წამყვანი სალიზინგო კომპანიის როლი  არის პროცესის ხელშეწყობა და  მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნა, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს ისარგებლონ დაფინანსების ხელმისაწვდომობით, საქმიანობის გაფართოების მიზნით. EBRD-ის აქტიური მხარდაჭერის წყალობით, შესაძლებელი ხდება ჩვენი მიზნების შესრულება და საქართველოს სალიზინგო ბაზარზე არსებული ხარვეზების შევსება.”

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ის მუშაობს  სტაბილურობის ხელშეწყობასა და პროდუქციის გაფართოებაზე საფინანსო სექტორში, ასევე ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე ეფექტურობის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის უფრო მეტი ჩართულობის გზით, ისევე როგორც, ენერგოსექტორის რესტრუქტურიზაციასა და ენერგოეფექტურობის და მდგრადობის გაზრდაზე.

ქვეყანაში საქმიანობის დაწყებიდან ბანკმა  4,2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა  258 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ამ ინვესტიციების 80 პროცენტი კერძო სექტორში განხორციელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *