გიორგი ბახტურიძე – ამჯერად, ალბათ საკასაციო სასამართლოში მიჩივლებენ
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის, ამ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის მიმართ.
არ დაკმაყოფილდა „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ სარჩელი, რომლის თანახმად, მომჩივანი გიორგი ბახტურიძისგან მედიის საშუალებით გაკეთებული განცხადებების პრესკონფერენციის საშუალებით უარყოფას მოითხოვდა, – თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა სათამაშო ბიზნესს ზოგადად კრიმინალური ხასიათის მქონე უწოდა.
სათამაშო ბიზნესის ასოციაცია მტკიცებულების გარეშე აცხადებდა, რომ ბახტურიძის გამო ნათქვამებით ასოციაციაში შემავალ სუბიექტებს ზიანი მიადგა. სასამართლოს განმინიჭებული გონივრული ვადის ფარგლებში ასოციაციამ ზარალის დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რაზეც 2019 წლის 17 აპრილს, მოსამართლე მაიაგი გაურმა განაცხადა, რომ „მოპასუხის მიერ გამოთქმული ფრაზებით მოსარჩელის, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა ვერ დადასტურდა. ამასთან, მოპასუხეს სიტყვისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება გარანტირებული აქვს როგორც კონსტიტუციით, ისე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონით.“
გამართლდაჩვენიმოლოდინიდასათამაშობიზნესისასოციაციამპირველიინსტანციისგადაწყვეტილებასააპელაციოსასამართლოშიგაასაჩივრა. მოითხოვა, გიორგიბახტურიძისდაშემდგომნებისმიერიპირისსიტყვისდააზრისგამოხატვისთავისუფლებისშეზღუდვაიმმოტივით, რომ მასში შემავალ სუბიექტებს ზიანია დგება.
ალოგიკურია, რომ საკუთარი იმიჯის შელახვის ბრალდებებს აყენებს სათამაშო ბიზნესი, როდესაც თვითონ არისუ ამრავი ადამიანისთვის გამოუსწორებელი, ტრაგიკული ზიანის გამომწვევი. გიორგი ბახტურიძემ სათამაშო ბიზნესის შესახებ გამო თქვა აზრი, რომელიც დღემდე სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ, ან გარკვეული კვლევების საფუძველზე გავრცელებული ნფორმაციებს ეყრდნობა და არავის აქვს უფლება აზრის გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდოს, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ უფლებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მკაფიოდ განმარტავს და იცავს კანონი.
მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის თვალსაჩინოება იმის, თუ როგორი მიუკერძოებელიასა სამართლო სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვისათვის, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარეს დგას მრავალ მილიარდიანი ბიზნესი უზარმაზარი გავლენებით ყველასა ხელისუფლებო შტოზე.
ჩვენი და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია ამე.წ. ბიზნესის რეკლამის და პოპულარიზიაციის სრული აკრძალვა, ონ-ლაინ თამაშების სრული აკრძალვა, სახმელეთო სათმაშო ბიზნესის მხოლოდ ერთ მდებარეობაზე, საზღვრის პირადა უსახლებელ გარემოში გატანა, სადაც მხოლოდ 25 წლის ზემოთ ასაკის და 100000-ზე წლიური შემოსავლის მქონე პირებს ექნება თთამაშის უფლება და ისიც წაგების მარჟის კონტროლით, რათა არ გაკოტრდნენ და სიცოცხლე არ მოისწრაფონ.
ერთად შევძლებთ გამარჯვებას და ჩვენი მოსახლეობის ნაწილის ილუზიიგან გამოყვანას, რომეს ბიზნესი ოდესმე რამეს მოაგებინებს.
ვეჭვობთ, „სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ამ შემთხვევაშიც განაგრძობს „სამართლის ძიებას“და როგორც გიორგი ბახტურიძე ვარაუდობს, ამჯერად საკასაციო სასამართლოში უჩივლებენ.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი