საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს ავიაკომპანიები კორეის უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში, ხოლო კორეული ავიაკომპანიები საქართველოს აეროპორტებში რეგულარული ფრენების განხორციელებას შეძლებენ. შეთანხმების გაფორმებით, ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა შეიქმნა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველო-კორეის რესპუბლიკას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას და ხელს შეუწყობს: ფრენის არეალის გაფართოებას; ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას; ტურიზმის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში, პანდემიის დაწყებამდე, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობაში კორეის რესპუბლიკიდან შემოსული ვიზიტორების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, 2019 წელს საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან შემოსული იქნა 16,642 ვიზიტორი, რაც 2018 წელთან შედარებით 25.3 პროცენტით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 112.2 პროცენტით მეტია. აღსანიშნავია, რომ 2018 – 2019 წლებში, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის, ავიაკომპანია “Korean Air”-ის მიერ, რამდენიმე ჩარტერული რეისი შესრულდა და 1500 მდე მგზავრი იქნა გადაყვანილი. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA