თბილისში გაიხსნა კორეელი და ქართველი მხატვრების ერთობლივი გამოფენა.
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის, პროფესორის გიორგი გუგუშვილის და კორეის მხატვართა ასოციაცია „Korea International Association of Formative Art»–ის (CIAF) ინიციატივით, 2019 წლის 17 აგვისტოს თბილისში გაიმართა კორეელი და ქართველი მხატვრების ერთობლივი გამოფენის გახსნა.
გამოფენა გაცვლითი ხასიათისაა, შესაბამისად თბილისის შემდეგ – 2020 წელს მას კორეა უმასპინძლებს.
პროექტის მხარდაჭერია კორეის საელჩო საქართველოში. გამოფენას უმასპინძლა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი „ხელოვნების სასახლე“.
უცხოელთა დელეგაცია წარმოდგენილი იყო 16 ადამიანით: 15 მხატვარი, მათ შორის კორეის CIAF – ის თავმჯდომარე და ერთი წარმომადგენელი კორიის მედია მაუწყებლობიდან.
გამოფენაზე ქართულ მხარეს წარმოადგენს თსს აკადემია 11 ცნობილი მხატვრის შემადგენლობით. ესენი არიან: გიორგი გუგუშვილი, ქეთი მატაბელი, თამაზ ვარვარიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, მამუკა მიქელაძე, კონსტანტინე ციხელაშვილი, თინათინ კლდიაშვილი, დავით ალექსიძე, ოთარ ჩაკვეტაძე, გოგი ლაზარაშვილი, ანრი ბასილაია.
აღსანიშნავია, რომ კულტურული სექტორიდან ამ მნიშვნელობის და წარმომადგენლობის დელეგაცია კორეიდან საქართველოში პირველად ჩამოვიდა.
მით უფრო, რომ ვიზიტი გულისხმობს შემოქმედებითი და კულტურული ურთიერთობების დამყარებას და გაღრმავებას ორ ქვეყანას შორის. ქართველი და კორეელი მხატვრების ერთობლივი გამოფენის ორგანიზება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი პერსპექტივების გაჩენას.
გამოფენის გახსნის ცერემონიალზე, კორეის რესპუბლიკის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ბ–ნმა კიმ სე ვუნგმა განაცხადა: „მინდა გულით მოგილოცოთ საქართველოსა და კორეას შორის ასეთი გაცვლითი ხასიათის გამოფენის გასხნა. 1992 წლიდან – დღემდე საქართველოს და კორეის შორის არის დამყარებული დიპლომატიური კავშირი და მას შემდეგ ერთმანეთის პატივისცემით და თანაბარი და ორმხრივი სარგებლიანობის პრინციპებით მოვდივართ დღემდე. პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა – ეს ის სხვადასხვა დარგებია, რომლებშიც ჩვენ მეგობრული კოოპერაცია გვაქვს და ვაგრძელებთ. ასევე, აღსანიშნავია ნენსკრა ჰესის მშენებლობა. ეს არის ახალი მნოშვნელოვანი პროექტი. დღევანდელი ღონისძიება ამ ორი ქვექნის ეკონომიმიკურ და პოლიტიკურ ურთოერთობას წვდება და კულტურულის კუთხით დააოხლოების საფუძველი გახლავთ.“
მან ასევე ხაზი გაუსვა ამა წლის ივნისში სამხრეთ კორეის მოცეკვავეთა ჯგუფის კონცერტის გამართვას ქ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სასახლეში, რის შემდგომ კორეულმა მხარემ მოიწვია საქართველოს ი. სუხიშვილის ეროვნული ბალეტი სამხრეთ კორეაში და აღნიშნულმა ღონისძიებამ მიიღო გაცვლითი ხასიათი. მისი აზრით, ასეთი კულტურული გაცვლები აღრმავებენ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს და ხელს უწყობენ ორივე ქვეყნის მოქალაქეების დაახლოებას.
ბ–ნმა კიმ სე ვუნგმა ასევე აღნიშნა: „100 წელი გავიდა, რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და ამიტომ ეს წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. და ამ განსაკუთრებული წლის აღსანიშნავად, მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილია სამხრეთ კორეის მომღერალთა ჯგუფის ვიზიტი“.
ღონისძიებაზე ჩამოსულმა სტუმრებმა გაეცნენ საქართველოს და თბილისის ღირსშესანიშნაობებს, კულტურას, ისტორიას და ხელოვნებას. აღნიშნული ღონისძიება გაშუქდა კორეულ მედიაში და ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის კულტურის და ტურისტული პოტენციალის გავრცელებას საზღვარგარეთ.
გამოფენაზე მოწვეულნი იყვნენ სტუმრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, თბილისის მერიიდან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან და საქართველოში არსებული დიპლომატიური კორპუსიდან, ასევე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორები, ლექტორები და სტუდენტები. დაანონსებული გამოფენა მიზნობრივად მიმართული იყო შემეცნებითი ფორმით ორი ქვეყნის ვიზუალური ხელოვნების სამეტყველო ენის გაცნობა/გავრცელებაზე, რაც უპირველეს ყოვლისა გამოფენის თემატიკით განისაზღვრება, რომელსაც ამ ორი ქვეყნის კულტურათაშორისი დიალოგი წარმართავს. გამოფენის გაცნობითი განაცხადი თავის მხრივ მიზნად ისახავდა ორი ქვეყნის ვიზუალური კულტურის საშუალებით ორი ქვეყნის ხალხთა დაახლოებას, ერთმანეთის გამოცდილებისა და კულტურის გაცნობა/გააზრებას.
გამოფენის ფორმატი გაცვლით ხასიათს ატარებდა. ამ ეტაპზე საქართველო და კონკრეტულად თბილისის სახელმწოფო სამხატვრო აკადემია წარდგენილი იყო როგორც მასპინძელი საქართველოს მხრიდან. სამუშაო ჯგუფი ორიენტირებული იყო მაქსიმალურად იმაზე, რომ წარდგენილი ყოფილიყო გამოფენაში მონაწილე მხატვართა პიროვნული ინდივიდუალობა, თვითმყოფადობა, რაც თავის მხრივ მათი ნამუშევრების და კონცეფციიების განსხვავებული დიაპაზონთა მსუყე პროპაგანდისტულ-კულტურული სივრცის შექმნისკენ იყო მიმართული. პროექტის მიზანი იყო 2019 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში თანამედროვე კორეელ და ქართველ მხატვართა გაცვლითი გამოფენის – „კულტურათ შორისო დიალოგის“ გახსნა.
ფოტო ხათუნა გოგიჩაიშვილი .