1 მარტი ყაზახეთში „მადლიერების დღეა“
მადლიერების დღე, რომელიც დაწესებულ იქნა 2016 წელს, წარმოადგენს ყაზახური პატრიოტიზმის, ერთიანობის და მეგობრობის სიმბოლოს. ყაზახეთის მრავალეროვნული ოჯახი – რამდენიმე მიგრაციული ტალღის შედეგია. სხვადსხვა წლებში ქვეყანაში დეპორტირებული იქნა ეთნიკური ჯგუფები. მათი წარმომადგენლები გადმოყავდათ ვაგონებიდან პირდაპირ შიშველ სტეპებში, ხოლო ყაზახი ოჯახები, რომლებიც თავად უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებოდნენ, იფარებდნენ მათ თავიანთ სახლებში.XX საუკუნის დასაწყისში ყაზახეთში ჩამოვიდა 1,1 მილიონი ადამიანი ბელორუსიიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან, შორეულ 1930-იან წლებში კოლექტივიზაციის დროს გადაასახლეს 250 ათასი გაკულაკებული გლეხი, და ასევე დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი ჩამოვიდა სამრეწველო ობიექტების ასაშენებლად. ყველა მათგანმა შეძლო ღირსეულად დამკვიდრება და გადარჩენა ყაზახეთში. ამაში უზარმაზარი წვლილი ქვეყნის ხალხს მიუძღვის. ამიტომაც სპეციალური დღესასწაულის დაწესება – არის პატივისცემისა და მადლიერების მისაგებელი ყაზახი ხალხის მიმართ, იმ მზრუნველი დამოკიდებულებისათვის, რომელიც მათ რთულ პერიოდში ადამიანების მიმართ გამოიჩინეს. აღნიშნული დღესასწაულის ერთ-ერთი მიზანი – ახალგაზრდა თაობაში ტოლერანტობის, პატივისცემისა და ერთმანეთისადმი მეგობრულობის გრძნობის განვითარებაა, და ასევე ინტერ-ეთნიკური თანხმობის და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების გაძლიერება ყაზახეთში.მადლიერების დღე დიდ აზრობრივ დატვრითვას ატარებს: მეგობრობის და ურთიერთდახმარების ღირებულებები, რომელსაც იზიარებს მთელი ქვეყანა, და აერთიანებს ყველა ყაზახს.