პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი მიზნობრიობა, ენერგოეფექტური საწარმოების დაფინანსება დაემატა

პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი მიზნობრიობა, ენერგოეფექტური საწარმოების დაფინანსებადაემატა,რომელიც ენერგოეფექტური ღუმელების და ენერგოეფექტური ღუმელისთვის საწვავის მწარმოებელი საწარმოების დაფინანსებასმოიცავს. აღნიშნული ცვლილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

,,შეღავათიანი აგროკრედიტში“ ახალი მიზნობრიობის დამატება ხელს შეუწყობს ქვეყანაში მყარ საწვავზე/ბიომასაზე (ხე-ტყის ნარჩენი, მშრალი შეშა, ნამჯა და სხვა საწვავად გამოსაყენებელი სასოფლო სამეურნეო ნარჩენები) მომუშავე ენერგოეფექტური ღუმელების წარმოების განვითარებას და ალტერნატიული და განახლებადი მყარი საწვავი საშუალებების (პელეტი, ბრიკეტი, შეშა, ხე-ტყის ნარჩენი, ნამჯა და სასოფლო სამეურნეო სხვა ნარჩენები) მწარმოებელი საწარმოების შექმნას.

„სასურსათო და ენერგო ეფექტური მრეწველობის დაფინანსების“ ქვეკომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდება როგორც სესხები, ასევე ლიზინგი.

ხე-ტყის დამამზადებელი ტექნიკის შესყიდვის მიზნითსაწყის ეტაპზე,საფინასო ინსტიტუტების მიერ, სესხები გაიცემა 2021 წლის პირველი მაისიდან,იმ იურიდიულ პირებზე და ინდმეწარმეებზე, რომლებიც რეგისტრირებულები იქნებიან, ახმეტის, დედოფლისწყაროს, ყვარელის, თელავის, თიანეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში განხორციელებულიმნიშვნელოვანი ცვლილება ტყის სექტორის რეფორმას უკავშირდება. ტყის სექტორის რეფორმის პროექტსგერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.  პროექტის ფარგლებში, სოფლის განვითარების  სააგენტო „ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის პროგრამას“ განახორციელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *