სინძიანი – მყარი ნაბიჯებით მომავალში

ჩინეთის სინძიან-უიგურის ავტონომიური ოლქი ულამაზესი რაიონია და დიდი აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანესი კვანძია. ამ რეგიონზე გადიოდნენ გზები, რომლებიც სხვადასხვა ცივილიზაციას ერთმანეთს აკავშირებდნენ. სინძიანში ყოფნისას, რწმუნდები თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ რეგიონს ჩინეთის ხელმძღვანელობა. წარმატებები სახეზეა: ოდესღაც ჩამორჩენილი რეგიონის ეკონომიკა ყვავის, ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს ხალხის კეთილდღეობასა და რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობის დამყარებაზე.

         სინძიანი მრავალეროვანი რეგიონია. მოსახლეობის უმრავლესობას უიგურები და ხანელები შეადგენენ. თუმცა რეგიონში ყაზახები, ყირგიზები და სხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც ცხოვრობენ. მთავრობის პოლიტიკა ერებს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების გაღრმავებისკენაა მიმართული. ამ მიმართულებით მმართველობის ახალი მეთოდები ინერგება. ეს ყველაფერი კი მოქალაქეებს შორის თანაბრობის გარანტია და მოსახლეობისა და ხელისუფლებას შორის ნდობას ამაღლებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ერების უნიკალურობას და მათი საუკუნოვანი, მათ შორის რელიგიური, ტრადიციების შენარჩუნებას ენიჭება. ჩინეთის ხელისუფლების პრიორიტეტია ხალხის პირობების გაუმჯობესებაა განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, სპორტის და სხვა სფეროებში მათი რელიგიისა და ეროვნების მიუხედავად.

           იმისთვის რომ დაინახოთ სინძიანის პროგრესი საკმარისია მისი მთავარი ქალაქების: ურუმჩის, კაშგარას, ილის, კარამაის ბოლო დროს გადაღებულ ფოტოსურთებს გადახედოთ. ძველი კულტურა მოდერნიზებული ჩინეთის ულტრათანამედროვე სურათს ჰარმონიულად ეხამება.

ამასთან ერთად 90-იან წლებში სინძიანში რელიგიური ექსტრემიზმის იდეები შეაღწიეს. 1990 წლიდან 2016 წლამდე სინძიანში უამრავი ტერორისტული აქტი განხორციელდა. მათ სხვადასხვა ეროვნების უამრავი მოქალაქე ემსხვერპლა. ტერორისტების უკან ტერორისტული სამყაროს ისეთი მონსტრები იდგნენ, როგორებიცაა ალ ქაიდა და სხვ. უიგურებს ცრუ რელიგიურ პროპაგანდას უწევდნენ. მას მცირე, ძირითადად მოსახლეობის ახალგაზრდა გაუნათლებელი ნაწილი აჰყვა და ტერორისტულ საქმიანობაში ჩაება.

       ჩინეთის მთავრობამ ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლა არა მხოლოდ ოპერატიული მოქმედებებით დაიწყო, არამეტ მოსახლეობასთან მუშაობის ახალი, ინოვაციური მეთოდები ჩანერგა. პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრები შეიქმნა. ამ ცენტრებში იმ მოსახლეობის ნაწილს, რომელიც რელიგიური რადიკალიზმის პროპაგანდის მსხვერპლი შეიძლებოდა გამხდარიყო, პროფესიისა და განათლების მიღებაში დახმარების მიღება შეეძლო. გარდა ამისა ცენტრები ჩინური ენის დაუფლებაშიც ეხმარებოდნენ. გარდა ამისა ცენტრებში კულტურისა და თვითშემოქმედების საშუალებით  ყველა ეროვნების უნიკალურობისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი.

ჩინეთის ხელისუფლების საქმიანობამ თავისი ნაყოფი გამოიღო. 2017 წლის შემდეგ ავტონომიაში არც ერთი ტერორისტული აქტი არ დაფიქსირებულა. ამაში პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრების დიდი წვლილია.

    2021 წლის 27 იანვარს სინძიან-უიგურის ავტონომიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია ჩაატარეს. შეხვედრის მსვლელობისას ჟურნალისტებს უშუალოდ ცენტრების კურსდამთავრებულებისთვის შეკითხვების დასმა შეეძლოთ. პრესკონფერენციამ, რომლის მსვლელობისას კურსდამთავრებულებმა სხვდასხვა სფეროებში თავიანთ მიღწევებზე გვიამბეს, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ამოძირკვის ჩინეთის ხელისულების მიერ აღებული მეთოდოლოგიის სისწორე კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

      „პროფესიული განათლებისა და მომზადების ცენტრების“ შექმნით ჩინეთმა მთელ მსოფლიოში ტერორიზმისა და ექსტრემიზმთან ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანა. ამის წყალობით დღეს სინძიანში სიწყნარე და მშვიდობა, პროგრესი და კეთილდღეობა მეფობენ.

ვფიქრობ, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობის მიერ ჩანერგილ მეთოდებს სხვა ქვეყნებიც გაიზიარებენ. საერთო ჯამში კი ეს მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხოების ამაღლებას გამოიწვევს.

ბადრი ნაჭყებია

პროფესორი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *