კორეის რესპუბლიკაში პირველად შედგება ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“-ს წარმოდგენა
მიმდინარე წლის 31 აგვისტო -1 სექტემბერს ქ. სეული მასპინძლობს ხელოვნების საერთაშორისო ყოველწლიურ ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც კორეის რესპუბლიკაში პირველად შედგება ქართული ნაციონალური ბალეტი ⭐️„სუხიშვილები“-ს წარმოდგენა. აღნიშნული, ინიციატივა ემსახურება ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებას და საქართველოს კულტურის შესახებ ცნობადობის გაზრდას. ხსენებული პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქ. სეულის მერიის ერთობლივი თანამშრომლობით.
ფესტივალი იმართება ქ. სეულის ცენტრალურ მოედანზე, სადაც დასწრება თავისუფალია.