სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით,მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა „ქეი ენ ჯი ჰოსპიტალიტი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

ახალ მეურნეობაში  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილიდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე იმყოფებოდნენ.

„სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკა ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის განვითრების მხარდაჭერას გულისხმობს. ამ მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებს ახორციელებს. სასათბურე მეურნეობა, რომელიც აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, პირველად წარმოებაში  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მაგალითია“, -განაცხადა  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძის განცხადებით,  სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რეგიონში არაერთი პროექტი ხორციელდება,  რაც მისასალმებელი ფაქტია.  

სასათბურე მეურნეობა 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული.მეურნეობაში, წლიურად, 10 ტონა მარწყვისწარმოებააშესაძლებელი. პროდუქციისრეალიზაციაადგილობრივბაზარზე ბრენდით „მაგემე“ ხორციელდება.

სასათბურე მეურნეობაში,ჯამურად,350,000 ლარის ინვესტიციაგანხორციელდა, მათ შორის,50,000 ლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 150,000 ლარი შეღავათიანიაგროკრედიტი.

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებისფარგლებში, სახელმწიფო გრანტები და შეღავათიანისესხებიგაიცემაროგორცახალი საწარმოებისშექმნისთვის, ასევეუკვე არსებულისგაფართოებისთვის. ამეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შექმნილია 40-ზე მეტი ახალი საწარმო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *