ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მონაწილეობა მიიღო ეკოლოგიურ აქციაში ბორჯომში
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მონაწილეობა მიიღო ეკოლოგიურ აქციაში ბორჯომში სამუშაო მივლინების ფარგლებში 2021 წლის 23 აპრილს გაიმართა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბ.მუხამეჯანოვის შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორთან, ბ.ამირანაშვილთან, ქ. ბორჯომის მერთან, დ.ზაალიშვილთან და კომპანია „IDS ბორჯომი Georgia“-ს გენერალურ დირექტორთან, მ. პროვოტოროვთან.მხარეებმა განიხილეს რეგიონთაშორისი კავშირების და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები ტურისტულ სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის მინერალური წყლები „ბორჯომის“ საექსპორტო მიწოდებებს ყაზახეთში.ამის გარდა, ბ. მუხამეჯანოვმა მონაწილეობა მიიღო ეკოლოგიურ აქციაში, რომელიც ორგანიზებულ იქნა საქართველოს სატყეო მეურნეობის ეროვნული სააგენტოს მიერ. ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე დაირგო 2000 კავკასიური ფიჭვის ნერგი. ყოველ წლიურ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, ბორჯომის სასწავლო ცენტრის მოსწავლეებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა.