ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება – სავაჭრო-საინვესტიციო თანამშრომლობის ახალი პლატფორმა საქართველოში

საქართველოსა და ყაზახეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 21 წელზე მეტია არსებობს. თუმცა, დღეს, ყაზახურქართული ეკონომიკური გაერთიანების შექმნის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმე ახალ ეტაპზე გადადის.ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით საქართველოში მოქმედი კომპანიების ინიციატივით დაფუძნებული ორგანიზაციის მიზანი სწორედ ეკონომიკურ პარამეტრებზე ფოკუსირება და ამ მიმართულებით პროგრესის უზრუნველყოფაა.

როგორც საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული გიორგი ჯახუტაშვილი აღნიშნავს, ეკონომიკური გაერთიანების შექმნა პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევასა და პასუხისმგებლობას ვიზრუნოთ ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებაზე“, – აცხადებს კონსული.

სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ყაზახეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან და ზრდადტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2019 წელს, როდესაც საქართველომ ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობით რეკორდულ 9.4 მილიონიან ნიშნულს მიაღწია, ყაზახეთი ქვეყნებს შორის 1,1%-იანი წილით და 103 611 ვიზიტორითმე-9 ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო 2018 წლის მონაცემთან შედარებით, 76%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„ნათლადჩანს, რომ ყაზახეთი წონადი ტურისტული ბაზარია ქვეყნისთვის და ასეთი ტიპის ორგანიზაციაში გაწევრიანება, მოგვცემს საშუალებას მოვახდინოთ ახალი მიმართულებების იდენტიფიცირება რაც ხელს შეუწყობს პოსტპანდემიურ პერიოდში ორმხრივი ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდას და სექტორის აღდგენას.ვინაიდან ქართულ-ყაზახური ეკონომიკური გაერთიანების მთავარი ამოცანაა ერთობლივი ღონისძიებების შექმნა და ორიენტირებული იქნება სწორედ ტურიზმზე, ორი ქვეყნის სოციალური და კულტურული მიმართულებით დაახლოებაზე, ასევე ინვესტიციებსა და ვაჭრობაზე, იგი წარმოადგენს საინტერესო პლატფორმას.ვფიქრობ,ორგანიზაციას თანთანამშრომლობის ფარგლებში,შესაძლებელია აქტიური და ეფექტური ხასიათის აქტივობების დაგეგმვის მიზნით მუშაობა და შემდგომი ურთიერთობის გაღრმავება ამ კუთხით“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე თამარ ყორიაული.

მსოფლიოში COVID 19-ის პანდემიით გამოწვეულ კრიზისამდე, რომელმაც უდიდესი ზარალი მიაყენა ტურიზმისსექტორს, საქართველო სისტემატურად იღებდა მონაწილეობას ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში KITF, ატარებდა მასშტაბურ მარკეტინგულკამპანიებს საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმებზე და მასპინძლობდა ტურებს წამყვანი ყაზახური პრესის წარმომადგენლებისა და ტურ-ოპერატორებისთვის. ორი ქვეყნის წარმოდგენილ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობი დან გამომდინარე, ასევე, ხშირად ხორციელდებოდა ოფიციალური წარმომადგენლობითი ვიზიტები.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებისა და შემდგომი გაღრმავების მიზნით, 2012 წელს მხარეთა შორის გაფორმდა„საქართველოსე კონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ინდუსტრიისა და ახალი ტექნოლოგიების სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად უწყობ ხელს წარმოდგენილ სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. 

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და ყაზახეთი წარმოადგენენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) წევრ ქვეყნებს.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების შექმნას მიესალმებადა ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც.

„მივესალმებით ახალი პლატფორმის ჩამოყალიბებას და ვიმედოვნებთ, რომ იგი მნიშვნელოვნად წაადგება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მზადაა, აბსოლუტურად გამჭვირვალე სატენდერო პროცედურების დაცვით, ყველას და მათ შორის ყაზახურ კომპანიებს, შესთავაზოს მონაწილეობაიმ კონკურსებში, რომელიც საგზაო, წყალმომარაგების თუ სხვასექტორების განვითარების მიზნით ტარდება“, – აღნიშნავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

სამინისტროს ინფორმაციით, არსებობს ყაზახური კომპანიის ჩართულობით საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტის წარმატების განხორციელების მაგალითიც. კერძოდ, 2018 წელს ყაზახურმაკომპანიამ kazakhdostroy-მ მონაწილეობა მიიღო იმერეთის რეგიონში ორპირი – ცუცხვათი – მღვიმეს 10.5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაში. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა და მის ფარგლებში 270 ადამიანი დასაქმდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ყაზახეთის რესპუბლიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის. ამ ეტაპზე, ორ ქვეყანას შორის აქტიურად მიმდინარეობს ეკონომიკური თანამშრომლობა, რაც გამოიხატება იმით, რომ ქართულ ბაზარზე მრავლად არის წარმოდგენილი ყაზახური კაპიტალით შექმნილი კომპანიები.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები და ყაზახეთის ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ქართულ პროდუქციაზე. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ყაზახეთში გაიზარდა ისეთი ქართული პროდუქციის ექსპორტი, როგორიცაა მინერალური წყლები, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, თხილი.

„აღნიშნული გაერთიანების შექმნა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის სურვილს და ქმნის ახალ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ეკონომიკური პროექტების განხორციელება, საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის გაძლიერება. მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური გაერთიანების მეშვეობით, მოხდებაქართველი და ყაზახი ბიზნეს წარმომადგენლების უფრო აქტიური კომუნიკაცია. ამავდროულად, გაერთიანება ჩართული იქნება ყაზახეთში საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში. სწორედ ამიტომ, აღნიშნული გაერთიანების როლი უდიდესია ქართულ-ყაზახური ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების გარდა, ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ყაზახეთსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობის გააქტიურებას და ინვესტიციების ზრდას. მნიშვნელოვანია, რომ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებლები არიან : „სილქროუდჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლჯგუფი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობტერმინალი“, ავიაკომპანია Air Astana და GK logistics. საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით ჯამში 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო  მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარსს ცდება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *