კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ჩინეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ლი იანს ონლაინ ფორმატში შეხვდა.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ჩინეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ლი იანს ონლაინ ფორმატში შეხვდა.

შეხვედრაზე კულტურის მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

„განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებისა და უფრო მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. ქალბატონმა ლი იანმა განაცხადა, რომ არსებობს აბრეშუმის გზის საერთაშორისო თეატრალური ალიანსი. მას აინტერესებს, რომ ქართული თეატრები იყოს ამ გაერთიანებაში, რასაც ჩვენ აუცილებლად  გავითვალისწინებთ და გავარკვევთ. ასევე, ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე, რომ საქართველოს მალე ეწვიოს ჩინეთის მსოფლიო ვარსკვლავი პიანისტი ლანგ ლანგი. 2022 წელს გავაკეთებთ ერთობლივ ღონისძიებას, რომ ლანგ ლანგი ჩამოვიდეს საქართველოში“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *