ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებანი ელჩი ბ. მუხამეჯანოვი მადლობის სიგელები გადასცა

ელჩი ბ. მუხამეჯანოვის მიერ მადლობის სიგელების გადაცემა ??2021 წლის 13 მაისს საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებანი ელჩის ბ.მუხამეჯანოვის მონაწილეობით მადლობის სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილის – საგარეო საქმეთა მინისტრის მ.ტლეუბერდის სახელით პატივისცემის ნიშნით გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. გასულ წელს საელჩოს ინიციატივით ყაზახეთში რამდენიმე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა იქნა ორგანიზებული ინდივიდუალური დაცვის სამედიცინო საშუალებების სახით რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კორონავირუსის პანდემიის გამო. საქველმოქმედო აქციებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ადგილობრივმა ეროვნულმა კომპანიების წარმომადგენლობებმა და ქართველმა ბიზნესმენებმა. საზეიმო ღონისძიებაზე მადლობის სიგელები გადაეცათ „ბათუმის ნავთობის ტერმინალის“, „ხალიკ ბანკი საქართველოს“, „რომპეტროლი საქართველოს“, „ეარ ასტანას“, „GK Logistics“-ის კომპანიების ხელმძღვანელებს, ასევე ქ.რუსთავში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *