თბილისში ყაზახეთის დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ლექცია გაიმართა

დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ლექცია გაიმართა➡️ მსგავსი შეხვედრების გამართვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს, უკვე ტრადიციად იქცა. მთელმა რიგმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა აქ თავისი საინფორმაციო ცენტრები გახსნეს, რომელთა შორის ღირსეული ადგილი აბაის აუდიტორიამ დაიკავა, რომელიც ერთგვარი „ფანჯარა“ გახდება მეგობრულ ყაზახეთში. საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბაურჟან მუხამეჯანოვის მორიგი ლექცია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებულობის 30-ეწლისთავისადმი იქნა მიძღვნილი. ელჩმა აღნიშნა ყაზახეთის მიერ გავლილი რთული და ღირსეული გზა სტაბილურობის, ეკონომიკური აყვავებისა და საზოგადოებრივი თანხმობისკენ. ქვეყნის ხელმძღვანელობის გონივრული პოლიტიკის წყალობით, ყაზახეთს არ აქვს პოლიტიკური პრობლემები საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის არის საქართველოც, რომელთანაც ყოველწლიურად ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ვითარდება. პანდემიის მიუხედავად, გასული წლის ბოლოს, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 72 პროცენტით გაიზარდა, რაც მიუთითებს ჩვენი ეკონომიკების ურთიერთშევსებასა და ურთიერთ ინტერესზე.ასევე სუვერენიტეტის აქტების სამართლებრივი გაფორმებისა და დამოუკიდებელი ყაზახეთის ფორმირების ისტორიული მოვლენების შესახებ, მასწავლებლებს და საქართველოს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სასამართლოს მოსამართლე, ჟოლიმბეტ ბაიშევმა უამბო. ლექტორმა აღნიშნა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის წლისთავი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების ნიშნით გაიმართება, ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესების, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის და ა.შ. მსმენელბის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მეზობელ სახელმწიფოებთან ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირების საკითხებმა, ასევე უფლებების და ბიზნეს ინტერესების დაცვის, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სასამართლოს კომპეტენციში შედის. ყაზახეთის საელჩო საქართველოში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *