კახა კუჭავა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს.
საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს.
მხარეებმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. დესისლავა ივანოვამ პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნო ის რეფორმები, რაც მისი ელჩობის პერიოდში განხორციელდა.
საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ურთიერთობებს.
აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა, რათა უფრო მეტად განვითარდეს და გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.