თამბაქოს ინდუსტრია ექიმებისგან მოითხოვს, მწეველს მომაკვდინებელი პროდუქტი გამოუწერონ
თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლი, „ფილიპ მორისი“ ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს მისი ახალი პროდუქტის, გახურებადი თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციისათვის და ქართული ბაზრის დასაპყრობად, უკვე, სამედიცინო სფეროს ცნობადი წარმომადგენლების მოსყიდვასაც ღიად ცდილობს. იმის, გამო რომ ჩვეულებრივი თამბაქოს მოხმარება იკლებს, იკლებს ინდუსტრიის შემოსავალიც, ამიტომაც თამბაქოს მწარმოებლები გადავიდნენ ახალი, მოდერნიზებული მკვლელი პროდუქტის აქტიურ რეკლამა-პოპულარიზაციაზე, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სასიცოცხლო ინტერესებს და აკრძალულია კანონით. თამბაქოს ინდუსტრია, ფაქტობრივად, ექიმებს აიძულებს, მწეველებს მოწევაზე თავის დანებების საშუალებად, რეცეპტივით, გახურებადი თამბაქოს ნაწარმი გამოუწერონ.
24-25 ივნისს, სოციალური კვლევების ინსტიტუტი, „ფილიპ მორისთან“ თანამშრომლობით, წინანდალში მართავს ე.წ. ექსპერტთა შეხვედრას თემაზე „თამბაქოს ზიანის შემცირების სტარტეგია-შესაძლებლობა, თუ გამოწვევა საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის“. შეხვედრის მონაწილეებისათვის ცნობილია, რომ ღონისძიების სპონსორია „ფილიპ მორისი“, რომელიც მოსახლეობის მკვლელი პროდუქტის მწარმოებელია. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, შეხვედრის მთავარი მომხსნებლები სამედიცინო სფეროს ცნობილი წარმომადგენლები არიან, ვინც პროფესიულად, ზედმიწევნით იცის, რა მომაკვდინებელ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე თამბაქოს პროდუქტი.
სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციისა და ეკონომიკური გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის მოსყიდვა, თუ მათთან გარიგებაში შესვლა თამბაქოს ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი საქმიანობაა, ასევე აფინანსებდენ ზოგიერთ მკვლევარსა და სამედიცინო დარგის სპეციალსიტს, რათა მათი სახელით შეძლონ ახალი პროდუქტების პოპულარიზაცია. ამისათვის ახალი მარკეტინგული ხრიკი და პლატფორმა გამოიყენეს. კერძოდ, 2017 წელს, შექმნეს ფონდი „მოწევისაგან თავისუფალი მსოფლიო“ და მილიარდი დოლარი გამოყვეს გახურებადი თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციისა და მისი, როგორც ე.წ. „ზიანის შემცირების“ პროდუქტად წარსადგენად.
მიმდინარე წელს, ამ სქემაში ინტენსიურად დაიწყეს სამედიცინო სფეროს ქართველი წარმომადგენლების ჩართვა და შესაბამისად მათი სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ფინანსური დაინტერესება. ცოტა ხნის წინ, მედიაში გამოჩნდა, თამბაქოს ინდუსტრიის მიერ, სარეკლამო ფორმატში გამოქვეყნებული სტატიები, ცნობილი ექიმების ინტერვიუები, სადაც ე.წ. ზიანის შემცირების ენით ესაუბრებიან აუდიტორიას. მაშინ ცნობილ ექიმებს, მაგრამ მოწევის შეწყვეტის საკითხში არაპროფესიონალებს, ეს ქცევა გაუაზრებელ შეცდომად ჩავუთვალეთ და პარლამენტში, ერთ-ერთი შეკრების დროს, საჯაროდ განვაცხადეთ, რომ თამბაქოს ინდუსტრიის ანკესს ექიმები არ წამოგებოდნენ. სამწუხაროდ, ჩვენი გაფრთხილება ყურად არ იღეს და ინდუსტრიის მავნებლურ სქემაში, დღეს აქტიურად ითრევენ ექიმებს, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ მოწევის შეწყვეტის ეფექტურ სტარტეგიებზე და თამაბქოს კონტროლზე, თუმცა თავიანთი დარგის პროფესიონალები არიან.
თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლი და თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა უკვე 2018 წლის მაისიდან კრძალავს თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან ნებისმიერი სახის (იურიდიული თუ ფიზიკური პირის) სპონსორობას. ჩვენი ორგანიზაცია პერიოდულად ავლენს დარღვევის ფაქტებს და შესაბამისი რეაგირებისათვის აწვდის შესაბამის დაწესებულებას.
ვიმედოვნებთ, 24 ივნისამდე დარჩენილ დროში ექიმები, რომლებიც უნდა გმობდნენ ლეგალური ნარკოტიკის, თამბაქოს მწარმოებლების პოლიტიკას, გაიაზრებენ, რა ნაბიჯს დგამენ და ნებსით თუ უნებლიეთ, არ გახდნენ თამბაქოს ინდუსტრიის პროდუქტის პოპულარიზატორები, ნაცვლად იმისა, რომ დაეხმარონ მწეველებს უკვე არსებული, გამოცდილი და ეფექტური მეთოდებითა და საშუალებებით თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოწევის სრულად შეწყვეტაში.
უამრავი კვლევებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანზიაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, გახურებადი თამბაქოს ნაწარმი ისეთივე ზიანის მომტანია ჯანმრთელობისათვის, როგორც ჩვეულებრივი თამბაქოს პროდუქტი და ისევე უნდა რეგულირდებოდეს, როგორც ჩვეულებრივი თამბაქოს პროდუქტი. გახურებადი თამბაქოს ნაწარმის გამონაბოლქვში აღმოჩენიილია ათეულობით ტოქსიკური (მომწამვლელი) და კანცეროგენული (კიბოს გამომწვევი) ნივთიერებები. ამასთან, გახურებად თამბაქოში უფრო მაღალი დოზით ფიქსირდება ისეთი ტოქსიური ნივთიერებები როგორიცა ნიტროზამინები, აცეტალდეჰიდები, აკროლინი და ფორმალდეჰიდი, ვიდრე ჩვეულებრივი თამბაქოს კვამლში. ასევე, ფიქსირდება უცნობი წარმოშობის მომწამვლელი შენაერთები (რომელიც შესაძლოა, დაკავშირებულია სწორედ იმ ქიმიურ-ტექნოლოგიურ პროცესთან, რომელის შედეგად წვის ნაცვლად გახურებით მოიხმარს ეს ახალი პროდუქტი), რომლებიც ჩვეულებრივ თამბაქოს კვამლში არ ფიქსირდება. შესაბამისად, გახურებადი თამაბქოს ნაწარმის ზემოქმედება შესაძლოა, ზოგიერთი დაავადების განვითარებაში უფრო მაღალიც იყოს.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, ჯანდაცვის სისტემას და სამედიცინო საზოგადოებას:
ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ ასოციაციაციებს დაუგზავნოს წერილი, რომელიც დაეყრდნობა ჩარჩო კონვენციის სამდივნოს რეკომენდაციას „ფილიპ მორისის“ მიერ დაფუძნებულ ფონდთან თანამშრომლობის მიუღებლობის შესახებ;
მოვუწოდებთ სამედიცინო საზოგადოებას, პროფესიულ ასოციაციებსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წარმომადგნელებს, არ წამოეგონ თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკებს და არანაირი სახის მონაწილეობა არ მიიღონ მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრასა თუ ღონისძიებაში, ასევე მათ მიერ შეთავაზებულ დაფინანსების სქემებსა და საგრანტო პროგრამებში. წინანდალში დაგეგმილი შეხვედრა არის უკანონო ქმედება და ასეთის არსებობის შემთხვევაში, რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ ეცნობება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებს.
პარლამენტმა არ დააკმაყოფილოს თამბაქოს ინდუსტრიის წინადადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას და მის გაიდლაინებს, ასევე თამბაქოს კონტროლის ეროვნულ კანონმდებლობას და მიზნად ისახავს გახურებადი თამბაქოს ნაწარმისა და ახალი პროდუქტების განსხვავებულ რეგულირებას, რაც გამოიწვევს ამ პროდუქტზე მოთხოვნილების გაზრდას და შესაბამისად ავადობის, სიკვდილობისა და ეკონომიკური ტვირთის გაზრდას;
მთავრობამ უახლოეს პერიოდში დაამტკიცოს თამაბქოს ნაწარმის სადა (სტანდარტიზებული) შეფუთვის ტექნიკური რეგლამენტი და ასევე 3 წლის წინ მისაღები ნორმატიული აქტი, რომელიც ღიას და გამჭვირვალეს გახდის თამაბქოს ინდუსტრიის წარმოამდგენლების კომუნიკაციას ხელისუფლებასთან;