საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ჩინეთის მოქალაქეების კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაიმართა
2021 წლის 25 ივნისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, „ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზას“ ვაქცინაციის ცენტრში, საქართველოსაქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ჩინეთის მოქალაქეების კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაიმართა.ში სამუშაო ვიზიტით მყოფი ჩინეთის მოქალაქეების კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაიმართა. ვაქცინაციის პროცესი პარალელურად ქუთაისსა და ბათუმშიც ჩატარდა.აღნიშნულთან დაკაშირებით ჩინეთის ელჩმა მისმა აღმატებულება ლი იენმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტია, რათა ერთობლივი ძალებით შევძლოთ პანდემიის დამარცხება. ჩინეთის მოქალაქეები ჩინური წარმოების “სინოვაკის” ვაქცინით აიცრნენ. მათთან ერთად „ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზას“ ვაქცინაციის ცენტრში შეუფერხებლად მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაცია.