საქართველოში ყაზახეთის ელჩმა გამართა შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან

საქართველოში ყაზახეთის ელჩმა გამართა შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან➡️ 2021 წლის 22 ივნისს ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვმა გამართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოში ყაზახური ხორბლის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობები, ასევე მიწის გამოყენების და სატყეო მეურნეობის დარგებში საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივები. გარდა ამისა, მოხდა მოსაზრებების გაცვლა აგრარული წარმოების მდგრადობის შესახებ COVID-19 გლობალური პანდემიის პირობებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *