ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტრენინგი გამართა- „როგორ მოვიზიდოთ ჩინელი ტურისტები“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვის თემატიკაზე ტრენინგი გაიმართა.
ორდღიანი სემინარი საერთაშორისო ექსპერტმა ჩინეთიდან, პროფესორმა მინჯუან დენგ -ვესტფალმა გამართა. ღონისძიებაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტრენინგის პირველდღესტურიზმისსფეროს, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების 150 წარმომადგენლი დაესწრო, ხოლომეორედღეს სემინარი საკონვენციოდასაგამოფენობიუროსწევრიორგანიზაციებისათვის მოეწყო.
ტრენინგი „როგორ მოვიზიდოთ ჩინელი ტურისტები“შემდეგთემატიკას მოიცავდა:ტურისტული ბაზრის ანალიზი(მოგზაურობის კულტურა, ქცევის ეტაპები, ტურისტულ პროდუქტზე ინტერესი, გადამხდელუნარიანობა, მომსახურებაზე მოთხოვნა და სხვა); ტურიზმის ინდუსტრიის ანალიზი(ინდუსტრიის სტრუქტურ და მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მეთოდები) ბაზარზე პოზიციონირება და მარკეტინგი(ეფექტური საკომუნიკაციოარხები).
„ეს ტრენინგი ეხებოდა ძალიან საინტერესო მიმართულებას, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა