განცხადება თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის და კანონმდებლობის თამბაქოს ინდუსტრიისგან დაცვის შესახებ
თამბაქოს მოხმარება სახელმწიფოებისმდგრადიგანვითარების ხელშემშლელია. ამიტომაც გაეროს მდგრადი განვითარების მიზანია, წევრ ქვეყნებში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სრული დანერგვა, რომლის შესრულებაზეც საქართველომ ვალდებულება აიღო და მსოფლიოში ერთ-ერთი, საუკეთესო, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი მიიღო. კანონის დანერგვის შედეგად,2020 წლის მონაცემებით, 2016 წელთან შედარებით, თამბაქოს მწეველთა რიცხვი 10%-ით შემცირდა, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარებამ კი 15%-ით იკლო.
საქართველოს ჯანდაცვის უმაღლესი უწყების მონაცემებით, 2018 წლიდანმეორადი კვამლის ზეგავლენის მკვეთრად შემცირებით თამბაქოსთან დაკავშირებული ზოგიერთი დაავადების, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ინსულტის ზოგიერთი ფორმის და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემთხვევები10-31%-ით შემცირდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესაბამისად,თამბაქოს კონტროლისქართული კანონმდებლობა, სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს თამბაქოს ახალი პროდუქტების, მათ შორის გასახურებელი თამბაქოს, როგორც თამბაქოს პროდუქტის რეგულირებას (სადა შეფუთვის და დიდი ზომის პიქტოგრამების ჩათვლით), თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის ყველა ფორმის აკრძალვას, ელექტრონული სიგარეტების რეგულირებას, რაც ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირებაში გადამწვეტ როლს თამაშობს. თუმცა, დადებითი ტენდენციების მიუხედავად, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები საქართველოში ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით კვლავაც მაღალია. თამბაქო ყოველწიურად 11 000-ზე მეტ მოქალაქეს კლავს და ქვეყნის მშპ-ს 2.4%-ის ტოლფას ზარალს იწვევს.
თამბაქოს ახალი პროდუქტი, გასახურებელი თამბაქო, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2 წლის წინ შემოვიდა, მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში პოპულარული ხდება. ახალიპროდუქტითვალშისაცემიათანამედროვე დიზაინით, ფერებითა და აღწერილობით, ამიტომაც საშურია გასახურებელი თამბაქოს სადა შეფუთვა და სავალდებულო პიქტოგრამების დატანა. ამ რეგულაციის გადავადება უფრო გაზრდის აღნიშნული პროდუქტის პოპულარობას.
არამწეველებსა და არასულწლოვნებში მოხმარების დაწყების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია როგორც გასახურებელ თამბაქოზე, ასევეელექტრონულსიგარეტებზე მკაცრი რეგულაციები, მაღალი გადასახადები.აუცილებლად აღსანიშნავია, რომ გასახურებელი თამბაქო, ან ელექტრონული სიგარეტი არ არის მოწევაზე თავის დანებების ან შემცირებული რისკის საშუალება და საგულისხმოა თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა და ექსპერტთა შეშფოთება,„ფილიპ მორისის“ ფონდის „კვამლისაგან თავისუფალი მსოფლიო“ და სხვა „ფრონტ“ ჯგუფების მიერ უკანასკნელ პერიოდში გამძაფრებული მცდელობების გამო, შეცდომაში შეიყვანონ საქართველოს სამედიცინო საზოგადოება თამბაქოს ახალი პროდუქტების პოპულარიზაციით,წარმოაჩინონ ისინი „ზიანის შემცირების“ პროდუქტებად.
საქართველოში მოწმენი ვართ ინდუსტრიის გამუდმებული მცდელობებისა, შეასუსტონ თამბაქოს კონტროლი. ამჟამად ინდუსტრია ცდილობს შეასუსტოს კანონი, მისი გარკვეული დებულებების გაუქმების, ან ძალაში შეყვანის გადავადების მოთხოვნით.
ჯანმოს ქვეყნის ოფისი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას,დაიცვას თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა,ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლის შესაბამისად, გააძლიეროს საზოგადოებრივ ადგილებსა და ტრანსპორტში არსებული გამონაკლისების აღმოფხვრით, არომატიზირებული თამბაქოს პროდუქტების აკრძალვით, ინტერნეტით თამბაქოს რეკლამის აკრძალვის აღსრულების მექანიზმების გაძლიერებით, სხვა ღონისძიებების გატარებით, რომელსაც ითვალისწინებს თამბაქოს ჩარჩო კონვენცია. აღსანიშნავია ხალხის მაღალი მხარდაჭერა ტაქსებში მოწევის აკრძალვაზე ტაქსიში და კერძო ავტომობილებში, იმ შემთხვევაში თუ მასში არასრულწლოვნი იმყოფება.
ვაფასებთ საქართველოს პარლამენტის, მისი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელობის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთადა ამ სფეროში მოქმედ, სხვა ძირითადი მხარეების მიზანდასახულობას და პასუხისმგებლიან პოზიციას თამბაქოს კონტროლის სფეროში და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. ვიმედოვნებთ, მტკიცე პოზიციით და ძლიერი თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის სრულად დანერგვით, საქართველოს პარლამენტი დაიცავს მოსახლეობის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი