ლი იენი: ჩინეთმა „ასწლეულის პირველ მიზანს“ მიაღწია – ყოველმხრივ დოვლათიანი საზოგადოება შექმნა და უკიდურესი სიღარიბე აღმოფხვრა
ჩინეთის ელჩის – ლი იენის ექსკლუზიური ინტერვიუ
ჟურნალისტ ლიკა ჟორჟოლიანთან
- ქალბატონო ელჩო, პირველ რიგში გილოცავთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, 1 ივლისს პარტიის საზეიმო ყრილობა გაიმართა, სადაც ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი და სახელმწიფო მეთაური – სი ძინფინგი მნიშვნელოვანი სიტყვით გამოვიდა. გთხოვთ მოგვიყვეთ ამის შესახებ და გაგვაცნოთ გენერალური მდივნის მიმართვის ძირითადი მომენტები.
გმადლობთ მოლოცვისთვის. 2021 წლის 1 ივლისი ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ჩინელი ერის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. ამ დღეს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პეკინში, თიენანმენის მოედანზე საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც 70 000 ადამიანი ესწრებოდა. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, ქვეყნისპრეზიდენტი და ცენტრალური სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე – სი ძინფინგი მნიშვნელოვანი სიტყვით გამოვიდა.
გენერალურმა მდივანმასი ძინფინგმა საზეიმოდ განაცხადა, რომ ჩინეთმა „ასწლეულის პირველ მიზანს“ მიაღწია – ყოველმხრივ დოვლათიანი საზოგადოება შექმნა და უკიდურესი სიღარიბე აღმოფხვრა, ახლა კი „ასწლეულის მეორე მიზნისაკენ“- ყოველმხრივ თანამედროვე და ძლიერი სოციალისტური სახელმწიფოს შექმნისაკენ ისწრაფვის. ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ხალხისა და ისტორიის წინაშე გამოცდა წარმატებით ჩააბარა. გენერალურმა მდივანმასი ძინფინგმა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის ქვეშ ჩინელი ხალხის მიერ ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების უჩვეულო გზა გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ დაარსების დღიდან ჩინელი ხალხის ბედნიერება და ეროვნული აღორძინება პარტიის უპირველესი მისიაა. ბოლო 100 წლის მანძილზე, პარტია ჩინელ ხალხს „ფეხზე წამოდგომიდან“ და „დოვლათის შექმნიდან“ ნახტომისებრი განვითარებით „ეროვნული სიძლიერისკენ“ გაუძღვა. ახალი მიზნის წინაშე, ჩინეთის კომუნისტური პარტია გააგრძელებს ხალხზე ორიენტირებული განვითარების იდეოლოგიის განხორციელებას; განავითარებს სოციალიზმს ჩინურ მახასიათებლებით; მშვიდობის, განვითარების, თანამშრომლობისა და თანასარგებლიანობის დროშას მაღლა აღმართავს; გააგრძელებს დამოუკიდებელი და სუვერენული, მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის გატარებას; ხელს შეუწყობს ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების და “კაცობრიობის საერთო განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების” შექმნას, ხელს შეუწყობს “სარტყელისა და გზის” მაღალ დონეზე განვითარებას და ისტორიის საჭეს ნათელი მიზნებისკენ მიმართავს.
- კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით, ჩინეთი განვითარების მიღწევებით მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ჩინეთის კომუნისტური პარტია უწყვეტად ვითარდება და ძლიერდება. დღეს წევრების რაოდენობით მსოფლიოში ყველაზე დიდი მმართველი პარტიაა. რა არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმატების საიდუმლო?
100 წლის წინ, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას სულ რაღაც 50 წევრამდე ჰყავდა. 28 წლიანი მძიმე ბრძოლის შედეგად, პარტიის ხელმძღვანელობით ჩინელმა ხალხმა იმპერიალიზმი, ფეოდალიზმი და ბიუროკრატიული კაპიტალიზმი დაამხო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაარსა. ახალი ჩინეთის შექმნიდან 72 წლის განმავლობაში, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ქვეყნის ეროვნული მდგომარეობისა და ჩინელი ხალხის ფუნდამენტური ინტერესების შესაბამის გზას წარმატებით მიაკვლია. პარტიის მეთაურობით ჩინეთი მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნად იქცა და „ასწლეულის პირველი მიზანი“ რეალობაში განახორციელა. ჩინეთის კომუნისტური პარტიაც გაიზარდა და დღეს 95 მილიონი წევრით მსოფლიოში ყველაზე დიდი მმართველი პარტიაა.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის საუკუნოვანი ბრძოლის ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, ჩემი აზრით, მისი წარმატების ძირითადი მიზეზი შემდეგში მდგომარეობს: პირველი, პარტია თავის მმართველობაში ხალხს მუდამ უპირველეს ადგილზე აყენებს. დაარსების დღიდან, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მისია ხალხის ბედნიერებისა და ეროვნული აღორძინების მიღწევაა; პარტია ხალხთან მუდამ მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს, მუდამ ხალხზე არის ორიენტირებული, მისი ბრძოლის მიზანი ხალხისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნაა, ხოლო ხალხის მხარდაჭერა მისი სიძლიერის საიმედო წყაროა. მეორე, პარტია დროის კვალდაკვალ ვითარდება. დროის კვალდაკვალ განვითარება – ჩინეთის კომპარტიის საუკეთესო ტრადიცია და მისი უდიდესი უპირატესობაა. სი ძინფინგის იდეები ახალ ეპოქაში ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის თაობაზე 21-ე საუკუნეში მარქსიზმის სინონიზაციაში უკანასკნელი მიღწევაა და „ასწლეულის ორი მიზნისა“ და „ჩინელი ერის დიადი აღორძინების“ მიღწევის სახელმძღვანელოა. მესამე, პარტიის შიგნით რევოლუციური გარდაქმნების მიმართ უშიშრობა. ჩინეთის კომპარტია მუდამ მის შიგნით მშენებლობას, გაწმენდას, დახვეწას, ინოვაციას და თვითგანვითარებას უწყობს ხელს, ყოველთვის ინარჩუნებს პროგრესულობასა და სიწმინდეს. პარტიის მკაცრი მმართველობით, მან ჩინელი ხალხის ურყევი მხარდაჭერა მოიპოვა.
- როგორია ჩინეთის კომუნისტური პარტიის საგარეო პოლიტიკა? მშვიდობიან, სტაბილურ და განვითარებულ ჩინეთს პარტიის ხელმძღვანელობით რისი გაკეთება შეუძლია მსოფლიოსთვის?
ჯერ კიდევ 60 წლის წინ, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემის, თავდაუსხმელობის, საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებელის და მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპი წამოაყენა, რამაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ფართო აღიარება ჰპოვა. ახალი ეპოქის დასაწყისში, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა “კაცობრიობის საერთო განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების” კონცეფცია წამოაყენა, რაც მსოფლიოს წინაშე არსებული სერიოზული პრობლემების გადაჭრისათვის ჩინურ სიბრძნესა და ჩინურ გეგმას მოიცავს. ჩინეთი ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებში, როგორიცაა მულტილატერალიზმი, მსოფლიო მშვიდობა, „სარტყელისა და გზის“ მშენებლობა და სხვ. „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციას მტკიცედ მისდევს, მთელ მსოფლიოს პასუხისმგებლიანი დიდი სახელმწიფოს მაგალითს აძლევს.
6 ივლისს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ჩინეთის კომპარტიისა და სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური პარტიების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მისი მიმართვის თემა იყო „პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებით ხალხის ბედნიერების უზრუნველყოფა“. მისი აზრით, პოლიტიკურმა პარტიებმა, როგორც კაცობრიობის წინსვლის მნიშვნელოვანმა ძალამ, კაცობრიობის საერთო მომავალზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ; პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ და ურთიერთგაგებას მიაღწიონ, რათა დაიცვან ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები – მშვიდობა, განვითარება, თანასწორობა, სამართლიანობა, დემოკრატია და თავისუფლება; პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ხელი შეუწყონ განვითარებას, ისე, რომ განვითარების შედეგებით უფრო თანასწორად ისარგებლონ სხვადასხვა ერებმა; პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ და გააძლიერონ თანამშრომლობა, რათა ერთობლივად უპასუხონ გლობალურ საფრთხეებსა და გამოწვევებს; პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და გააუმჯობესონ მმართველობა, რათა მუდმივად უზრუნველყონ ხალხის ბედნიერება.
პრეზიდენტმა სიმ საზეიმოდ განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მზადაა ითანამშრომლოს ყველა ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მტკიცედ დავუჭიროთ მხარი მსოფლიოში მშვიდობას, წვლილი შევიტანოთ გლობალურ განვითარებაში და დავიცვათ საერთაშორისო წესრიგი.ჩინეთის კომუნისტური პარტია ჩინელ ხალხს ჩინური სტილის მოდერნიზაციისკენ გაუძღვება და კაცობრიობის მიერ მოდერნიზაციის გზების ძიების პროცესშითავის წვლილს შეიტანს; პარტია ყოველმხრივ გააღრმავებს რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკას და მსოფლიო ქვეყნების საერთო განვითარებასა და კეთილდღეობაშიახალ წვლილს შეიტანს; დიდი სახელმწიფოს და დიდი პარტიის პასუხისმგებლობის შესაბამისად ახალ წვლილს გაიღებს კაცობრიობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად; აქტიურად შეუწყობს ხელს გლობალური მმართველობის გაუმჯობესებას და ადამიანთა საზოგადოების წინაშე არსებული საერთო გამოწვევების რეაგირებისთვის ახალ წვლილს შეიტანს.
- ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩინური ვაქცინების მესამე პარტია ჩამოვიდა, რამაც ქვეყანაში არსებული დეფიციტი მნიშვნელოვნად შეამსუბუქა. როგორ შეაფასებდით ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობას ვაქცინების მიმართულებით?
კოვიდ-19-ის ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ვაქცინებზე ქვეყნის შიგნით არსებული უზარმაზარი მოთხოვნის და მიწოდების დეფიციტის მიუხედავად, ჩინეთმა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში საერთაშორისო საზოგადოებას კოვიდ ვაქცინის 500 მილიონზე მეტი დოზა და საინექციო ხსნარი მიაწოდა, რაც დღეს მსოფლიოში წარმოებული კოვიდ ვაქცინების საერთო რაოდენობის ერთ მეექვსედს უდრის. ჩინეთი სხვა ქვეყნებისთვის მიწოდებული ვაქცინების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. პრეზიდენტ სი ძინფინგის მიერ ვაქცინის, როგორც გლობალური საზოგადოებრივი პროდუქტის ხელმისწავდომობის თაობაზე დადებულ პირობას, ჩინეთი პირნათლად ასრულებს, მტკიცედ იცავს „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების კონცეფციას“ და ღია და ინკლუზიურ პრინციპზე დაყრდნობით ვაქცინებს სხვა ქვეყნებს აწვდის. ჩინურ ვაქცინებს საერთაშორისო საზოგადოებაში კარგი სახელი აქვს, მათი უსაფრთხოება და ეფექტურობა ფართოდ არის აღიარებული და მათი გამოყენება უკვე ასზე მეტ ქვეყანაში არის ავტორიზებული.
ვაქცინების მიმართულებით თანამშრომლობა – ჩინეთისა და საქართველოს ეპიდემიასთან ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეპიდემიასთან ბრძოლაში ორი ქვეყნისა და ერის მეგობრობა კარგად გამოჩნდა დაკიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ „მეგობარი გასაჭირში იცნობა“. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს მთავრობა, ისევე, როგორც ქართული საზოგადოება დადებითად აფასებს და ენდობა ჩინურ ვაქცინებს და საზოგადოების დიდი ნაწილი აქტიურად იცრება. გლობალური ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, ვაქცინაცია ეპიდემიის პრევენციისათვის კვლავ ყველაზე ეფექტური იარაღია. ჩინური მხარე მზადაა ქართულ მხარესთან მჭიდრო კომუნიკაციის გასაგრძელებლად, ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის და მათ შორის, ვაქცინების კუთხით თანამშრომლობის გასაღრმავებლად, რათა ერთმანეთთან მხარში დგომით, რაც შეიძლება მალე დავამარცხოთ ეპიდემია, ხელი შევუწყოთ მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობასა და ზრდას და მეტი წვლილი შევიტანოთ „საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის“ შესაქმნელად.