ჰიპერტენზიის სკრინინგი და უფასო კონსულტაციები გრძელდება – გაიზომე წნევა – #ამასშენთვის გეუბნები

7 და 14 აგვისტოს, ჰიპერტენზიის უფასო გასინჯვებსა და სკრინინგზე  ჩაფიძის გულის ცენტრი გიწვევთ

ფრანგული  ფარმაცევტული  კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის „გაიზომე წნევა – #ამას  შენთვის გეუბნები“ ფარგლებში პარტნიორ კლინიკებსა და საავადმყოფოებში ჰიპერტენზიის  სკრინინგი და უფასო კონსულტაციები გრძელდება. ამჯერად,7 და 14 აგვისტოს, ჰიპერტენზიის უფასო გასინჯვებსა და სკრინინგზე  ჩაფიძის გულის ცენტრი გიწვევთ.

ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს მიმართოს აღნიშნულ კლინიკას, პროფესიონალი კარდიოლოგებთან გაიაროს კონსულტაცია და დაავადების პრევენციასა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ჩაიტაროს შესაბამისი კვლევა.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია დარეკოთ ცხელხაზზე:+995 322 40 23 17 ან +995 322 40 23 22, პაციენტთა ჩაწერა მიმდინარეობს 09:30-17:30 საათამდე. კლინიკის მისამართია ნ. ჯავახიშვილის ქ. #1, პაციენტებს კონსულტაციის მიღება კი,  10:00-16:00 საათამდე შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ გლობალური კამპანია სახელწოდებით, „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად უკვე მესამე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და საქართველოც უერთდება.  კამპანიის ფარგლებში, უფასო სკრინინგითა და კონსულტაციებით უკვე ისარგებლა 1000-ზე მეტმა  პაციენტმა.

საერთაშორისო კამპანიის მიზანს  ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,  არტერიული წნევის შემოწმების და რეგულარული კონტროლის  მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა წარმოადგენს, რათა მოხდეს  დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან არიდება. წელს კამპანია კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ჰიპერტენზია Covid-19 პაციენტების მდგომარეობის დამამძიმებელ და მწვავე სიმპტომების განმაპირობებელ ფაქტორად განისაზღვრა, რადგან ექიმებთან  გართულებული ვიზიტის გამო, პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო აღნიშნული მდგომარეობის დიაგნოსტიკა.

ინფორმაცია დაავადების შესახებ:

არტერიულ ჰიპერტენზია კარდიოვასკულური სიკვდილობის მთავარიმიზეზია მსოფლიოში. იგი ინსულტის, ინფარქტის და თიკმლის დაავდების წინაპირობაა. მაღალიწნევისგანგარკვეულ ასაკში არავინარისდაზღვეული, მაგრამგანსაზღვრულირისკ-ფაქტორებისდა დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბიწონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება,წნევის მატებას უწყობსხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა -ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.

ჰიპერენზიას ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ.  სწორედ ამიტომ,  მას „ჩუმმკვლელს“უწოდებენ, რადგანპრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცისრ ომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე,ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, გარკვეული ასაკის შემდეგ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები.  ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც  კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს,  რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *