„კასპერსკის ლაბორატორიამ“ პანდემიის დაწყებიდან 5000-ზე მეტი თაღლითური COVID-19 საიტი დააფიქსირა

2020 წლის მარტიდან 2021 წლის ივლისამდე „კასპერსკის ლაბორატორიამ“ დააფიქსირა COVID-19– თან დაკავშირებული 5000-ზე მეტი თაღლითური საიტი და ერთ მილიონზე მეტ მომხმარებელს დაეხმარა, რათა ისინი უნებლიედ არ გადასულიყვნენ ამ საიტებზე.

თავდამსხმელთა ყველაზე გავრცელებულ სქემებს შორის არის ყალბი შეთავაზებები ვაქცინაციის ფასებზე და COVID-19 ტესტების შეთავაზება ფასდაკლებით. ამ ბოლო დროს მეტად პოპულარული გახდა ფიშინგური განცხადებები, რომლებიც ყიდიან  ყალბ QR კოდებს, რესტორნებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებზე ვიზიტის სერტიფიკატებს.

2021 წლის პირველ ნახევარში კორონავირუსთან დაკავშირებული თაღლითობის აქტივობამ მარტშიპიკს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ ექსპერტებმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მცირედი უკუსვლა შენიშნეს, კიბერდამნაშავეები ხელახლა გააქტიურდნენ ივნისში: ამ თვეში კომპანიამ დააფიქსირა და დაბლოკა 14% -ით მეტი ფიშინგის რესურსი, ვიდრე ერთი თვით ადრე.

„პანდემიასთან დაკავშირებული თაღლითობის უმეტეს შემთხვევაში, თავდამსხმელთა მიზანია მომხმარებლის მონაცემების მოპოვება. ამისათვის ხშირად იყენებენ ფიშინგს: მომხმარებელი მიჰყვება რეკლამის ან წერილის ბმულს და გადადის გვერდზე, სადაც მას სთხოვენ შეიტანოს პირადი ინფორმაცია და საბანკო ბარათის მონაცემები. ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ, თავდამსხმელებს შეუძლიათ გამოიყენონ მონაცემები და მოიპარონ ფული ანგარიშიდან. ამიტომ, თუ ხედავთ შეტყობინებას COVID-19- ის შესახებ, გირჩევთ, ყოველთვის გადაამოწმოთ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებში და არ დატოვოთ თქვენი პირადი მონაცემები საეჭვო საიტებზე“, – გვირჩევს „კასპერსკის ლაბორატორიის კონტენტის ფილტრაციის  მეთოდების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ალექსეი მარჩენკო.

ეს საინფორმაციო სტატია სარეკლამო ხასიათის არ არის და შეიცავს მხოლოდ საქართველოს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *