28 და 29 აგვისტოს ადგილობრივი მიკრო და მცირე მეწარმეები, საკუთარ პროდუქციას Hualing Plaza ში წარმოადგენენ

საქართველოს მეწარმეთა კავშირი გამოფენა-გაყიდვების აქტიურ ღონისძიებებს განაგრძობს. მთაწმინდის პარკის შემდეგ, საგამოფენო სივრცეს მეწარმეებს ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზა დაუთმობს.

მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელის გოგა ციცქიშვილის ინფორმაციით, გამოფენა-გაყიდვაში ,,გაიცანი ქართული“  მონაწილეობას 30 მცირე მეწარმე მიიღებს. გაიმართება ადგილობრივად წარმოებული საკვები პროდუქტების, ჩაისა, ალკოჰოლური სასმელების, ხელითნაკეთი ნივთები,აქსესუარები, დეკორი და სამოსი გამოფენა-გაყიდვა.

გამოფენა-გაყიდვა გაიმართება ჰუალინგ პლაზაში, ჰიპერმარკეტ Mihouse • მიჰაუსი -ს ფოიეში 11:00-დან 21:00 საათამდე.

,,გამოფენა-გაყიდვების მიმართულება ივლისიდან განვაახლეთ. პანდემიის გამო თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში შეზღუდული ვიყავით. პანდემიამ დიდი ზარალი მიაყენა მცირე და საშუალო მეწარმეებს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მათ სწორედ გამოფენა-გაყიდვებით დავეხმაროთ. ეს პანდემიისგან მიყენებული დანაკარგის აღდგენას საგრძნობლად შეუწყობს ხელს, პანდემიამდეც მათი ძირითადი შემოსავლები ამაზე იყო დიდწილად დამოკდიებული. პარალელურად ვმუშაობთ, რომ ონლაინ გაყიდვების მიმართულება გავაძლიეროთ, რა მიზნითაც შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი, რომელიც მალე სატესტო რეჟმში ჩაეშვება. ჩვენი მომსახურების მიზანია, რომ მცირე და საშუალო მეწარმეებმა დანაკარგების აღდგენა და განვითარება შეძლონ. მსხვილ სუპერმარკეტებში შესვლა მეწარმეებს მაღალი გადასახადების გამო უჭირთ. შესაბამისად, რჩება ონლაინ გაყიდვა და გამოფენა-გაყიდვები. ამ ეტაპზე დიდი პრობლემაა ტრანსპორტის შეზღუდვა, რის გამოც უჭირს ხალხს გადაადგილება“, – ამბობს გოგა ციცქიშვილი.

მისი თქმით, გამოფენაზე მაქსიმალურად იქნება დაცული ჯანდაცვის რეკომენდაციები, მათ შორის, პირბადეების, სოციალურ დისტანციასა და დეზინფექციასთან დაკავშირებით. მცირე და საშუალო მეწარმეების გამოფენა-გაყიდვები ყოველ შაბათ–კვირას მოეწყობა, ლოკაციები კი დრო და დრო შეიცვლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *