დავით ნარმანიამ სტუ-ს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის პროგრამის წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარჩინებულისტუდენტები დააჯილდოვა. სიგელები გადაეცათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც გასული სასწავლო წლის განმავლობაში მაქსიმალური ქულები დააგროვეს და მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო-სამეცნიეროპროგრამებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ს რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ზურაბ გასიტაშვილი,  ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი ლენა შატაკიშვილი, სემეკის წევრები და აპარატის თანამშრომლები.

„ენერგეტიკის სექტორისათვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდა თაობის აღზრდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი არის სწორად ის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ მიიღონცოდნა ენერგეტიკის შესახებ. სემეკსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც კომისიას ორმაგ პასუხისმგებლობას აკისრებს, რომ ხელი შეეწყოს ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისენერგეტიკოსებადჩამოყალიბებასა და მათ წახალისებასსასწავლო თუ პროფესიულ გზაზე. ვულოცავ სტუდენტებს დაჯილდოებას და ვუსურვებ მათ წარმატებებს. მოხარული ვარ, რომ ჩემს გუნდთან ერთად მნიშვნელოვან ტრადიციას ჩავუყარე საფუძველი –  ყოველ წელს, სემეკი დააჯილდოებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიისსამივე საფეხურის პროგრამის წარჩინებულ სტუდენტებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.   

სემეკსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლება, ხელშეწყობა კვლევების ჩატარების მიზნით არსებული ინფორმაციის მოძიება-გაცნობაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *