სემეკში ევროკავშირის დაფინანსებით „თვინინგის“მე-4 პროექტი დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ევროკავშირის მიერ 1, 500 000 ევროთი დაფინანსებულისაჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მე-4 პროექტი -„განახლებადი ენერგიის რეგულირება საქართველოში“ დაიწყო. პროექტის გახსნის ცერემონია დისტანციურად გაიმართა,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სემეკის, საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ღონისძიებაზე მთავარი მოხსენებით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, ასევე ავსტრიისა და გერმანიის მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა, რომელიც პროექტს უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან. 

 მე-4 დაძმობილების პროექტისმიზანია განახლებადი ენერგიების განვითარების პროცესის მხარდაჭერა საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე არსებულიმარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან მისადაგებით.პროექტის ხანგრძლივოვბაა 27თვე და ხორციელდება ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების (E-Control) მიერგერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოსთან (BNetzA) თანამშრომლობით. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი).

პროექტის ფარგლებში შეიქმნება სატარიფო სისტემის რეფორმის საფუძველიგადაცემისადა განაწილების სისტემის ოპერატორებისათვის ტარიფების გაანგარიშების მიზნით, შეიქმნება საცალო ბაზრებზე წამახალისებელი სქემები მიმწოდებლებისა და მომხმარებლებისათვის,შემუშავდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ჩარჩო, ყურადღება გამახვილდება განახლებადი ენერგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით სემეკის როლის  გაძლიერებაზე.   

„ევროკავშირი სიამაყით უჭერს მხარს თვინინგის ახალ პროექტს, რომელიც ევროკავშირის გამოცდილებისა და სტანდარტების საფუძველზედახმარებას უწევს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ენერგეტიკის ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესების პროცესში. ჩვენი წარმატებული, გრძელვადიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით, ავსტრიელი, გერმანელი და სხვა ევროპელი ექსპერტები იმუშავებენქართველ კოლეგებთან ერთადგანახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის მიმართულებით, რათა მოხდეს ქართველი მომხმარებლისთვისსუფთა და კონკურენტული ფასის მქონე ენერგიის მიწოდება.”– განაცხადა სიგრიდ ბრეტელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა პროექტის გახსნის ცერემონიაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *