2021 წლის 15-17 ოქტომბერს სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 25-ე საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება

გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიას ორგანიზებით, 2021 წლის 15-17 ოქტომბერს სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 25-ე საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება. გამოფენის ოფიციალური გახსნა:
15 ოქტომბერი, 11:00 საათი, ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონი
გამოფენას გახსნიან: ექსპოჯორჯიას დირექტორი- რესან ქიქავა
თურქეთის ელჩი – ფატმა ჯერეზ იაზგარი

წელს მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, გამოფენასთან ერთად პირველად გავუწევთ ორგანიზებას უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმს, რაც გულისხმობს საერთაშორისო საბროკერო კომპანიების და ადგილობრივი დეველოპერების საქმიანი შეხვედრების ორგანიზებას როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში.
15 ოქტომბერს დეველოპერულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ, ერთ სივრცეში, 20-მდე საბროკერო კომპანიას, შემდეგი ქვეყნებიდან: ლატვია, უკრაინა, დუბაი, მოლდოვა, პოლონეთი, ბულგარეთი და რუსეთი.

ჩვენი მიზანია, რომ ფორუმის ფარგლებში, ქართულ დეველოპერულ კომპანიებს, კარგი პარტნიორების შეძენაში დავეხმაროთ. სწორედ ამით გაიზომება ამ ღონისძიების წარმატება.
Caucasus Build 25 წლის განმავლობაში სამშენებლო სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად იქცა არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. წლიდან წლამდე, სამშენებლო სფეროს განვითარებასთან ერთად, იზრდება დამთვალიერებელთა პროფილი და მათი ხარისხი.


წელს გამოფენა ყველა ვიზიტორისთვის იძლევა შესაძლებლობას უშუალოდ გამოფენის ფარგლებში, შეხვდნენ პერსპექტიულ კლიენტებს, სამომავლო პარტნიორებს და სამშენებლო ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს. ამასთან, გაეცნონ ბაზრის სიახლეებს, დაესწრონ საინტერესო თემატურ ღონისძიებებსა მიიღონ მონაწილეობა B2B შეხვედრებში. წელს გამოფენაზე
წარმოდეგნილი იქნება 50-ზე მეტი კომპანია 5-ზე მეტი ქვეყნიდან.
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, წლევანდელი გამოფენა დაიგეგმა საერთაშორისო საგამოფენო ასოციაცია UFI-ს მიერ დადგენილი, საერთაშორისო საგამოფენო რეგულაციების სრულ შესაბამისობაში, რომლითაც ამჟამად ხელმძღვანელობს მსოფლიოს
ყველა წამყვანი საგამოფენო ცენტრი. პროექტის ფარგლებში ჩვენი პარტნიორები არიან: უძრავი ქონების ასოციაცია, ფროფერთი ჯორჯია, ფიაბსი ჯორჯია, ენთრეპრენერი, ფორბს ფროფერთი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *