„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ტრასპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაციას გამართავს
24 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში (მის: თელავის #20) „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში მოხდება კომიტეტის საქმიანობისა წარდგენა და საქართველო-ყაზახეთს შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ჭრილშიაქტუალური თემების განხილვა.
ღონისძიებას გახსნის ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ბაურჟან მუხამეჯანოვი.
„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარე,გიორგი ჯახუტაშვილი მოწვეულ სტუმრებს გააცნობს ინფორმაციას გაერთიანებისსაქმიანობისშესახებ და ისაუბრებს ორ ქვეყანას შორისეკონომიკურითანამშრომლობისმაჩვენებლებზე. გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის გეგმებზე კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან სულაბერიძე ისაუბრებს.
ღონისძიების სპიკერები არიან:
- „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშილი – გაერთიანების საქმიანობისპრეზენტაცია და საქართველო-ყაზახეთისეკონომიკურითანამშრომლობისმაჩვენებლებისმიმოხილვა;
- „ყაზახურ-ქართულიეკონომიკურიგაერთიანების“ტრანსპორტისა და ლოგისტიკისკომიტეტისთავმჯრომარე, ლევან სულაბერიძე – კომიტეტის საქმიანობის პრეზენტაცია;
- საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამგურამიშვილი – „საქართველოსმიმდინარესატრანსპორტოპროექტებიქართულ-ყაზახურისავაჭროურთიერთობებისჭრილში”;
- საქართველოს „ლოგისტიკის ასოციაციის“ თავმჯდომარე, გოგა დობორჯგინიძე – „ლოგისტიკურიცენტრებისგანვითარებისგავლენა ყაზახურ-ქართულსავაჭროურთიერთობებზე”;
- საქართველოს „ექსპედიტორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ზვიად ჩხარტიშვილი – „საქართველოსნავსადგურებისგანვითარებისპერსპექტივა”.
ღონისძიების დასასრულს, გაიმართება დისკუსია და შეხვედრას შეაჯამებს გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე,ლევან სულაბერიძე.
ინფორმაცია „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების შესახებ“
„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, 2021 წლის მარტში დაფუძნდა. გაერთიანებისდამფუძნებლები საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქროუდჯგუფი“, „ხალიკბანკისაქართველო“, „კაპიტოლჯგუფი“, „ბათუმისნავთობტერმინალი“ და GK Logistics არიან.აღნიშნულ ინიციატივას, ასევე, შეუერთდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გამგეობის გადაწყვეტილებით, „კაპიტოლ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილია, გენერალური დირექტორი კი,ნატალიაფედოსეევა გახლავთ.
ორგანიზაციის მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოსშორის ეკონომიკურითანამშრომლობისგაღრმავება და სოციალურ-კულტურულიურთიერთობისგანვითარების ხელშეწყობაწარმოადგენს. გაერთიანება ასრულებს ერთგვარი კომუნიკატორის როლს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის და შუამდგომლობს მათ საჯარო სტრუქტურებთან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიყაზახურიკაპიტალისმონაწილეობით 30-მდე კომპანიაფუნქციონირებს, რომელთაინვესტიციებისსაერთომოცულობა 450 მილიონაშშდოლარსსცდება.