UNFPA შშმ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენებას გამართა

2021 წლის 26 ნოემბერს სასტუმრო „რუმს თბილისში“,გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა მიმართ ძალადობისშესახებ, ვიკა ბუკიას მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის – „უხილავები“ პრემიერა და დისკუსია გაიმართა.

ღონისძიება გახსნეს გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, საბინე მახლი,UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე, და ფილმის ავტორი, ვიკა ბუკია. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი, მაკა ფერაძე, სახალხო დამცველის აპარატის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა დაშეზღუდული შესაძლებლობის ქალთა თემის წარმომადგნელები.

ფილმი „უხილავები“ შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივითა და მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის (SDG Fund) მხარდაჭერით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციების ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

გაეროს მოსახლეობის ფონდი ადვოკატირებას უწევს გენდერული ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრას, გენდერულ თანასწორობას და ქალთა უფლებებს,  ხელს უწყობს საკანონმდებლო და პოლიტიკურ რეფორმებს, გენდერულად სენსიტიური მონაცემების შეგროვებას, ასევე მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც აუმჯობესებს ქალთა ჯანმრთელობას და ხელს უწყობს მათი ცხოვრებისეული არჩევანის გაფართოებას. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *