მედიატორი: მედიის როლი ეკონომიკური რეფორმების პროცესში
თბილისი, 16 დეკემბერი, 13:00 სთ, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია (ვარდების მოედანი #1): USAIDის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ინტერნიუს
საქართველოს სახელით, გიწვევთ მედიატორის გაცნობით ღონისძიებაზე.
მედიატორი ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და
ინტერნიუს საქართველოს მიერ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.
პლატფორმის მიზანია ფაქტებზე დაფუძნებული ეკონომიკური ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური
რეფორმების პროცესში მედიის მონაწილეობის ხელშეწყობა.
ღონისძიებას გახსნიან თამარ სულუხია, ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, და
პიტერ ვიბლერი, USAID საქართველოს მისიის დირექტორი. მედიატორზე, მის მიზნებსა და დაგეგმილ
აქტივობებზე ისაუბრებენ გიორგი პაპავა, მედიატორის პროექტის მენეჯერი და ISET-ის კვლევითი
ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი, და თინათინ ნაჭყებია, მედიატორის პროექტის ტრენინგების
მენეჯერი და ინტერნიუს საქართველოს პროექტების დირექტორი.
ღონისძიებაზე გაიმართება ორი პანელური დისკუსია. გვაქვს პატივი, გაგაცნოთ პანელის
მონაწილეები:
პანელი 1: მედიის როლი ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგში
• პიტერ ვიბლერი, მისიის დირექტორი, USAID/საქართველო
• კობა გვენეტაძე, საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი
• ჯორჯ უელტონი, აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
• გიორგი ისაკაძე, მთავარი რედაქტორი, Forbes Georgia; მმართველი პარტნიორი, BMG
პანელი 2: მონაცემთა ჟურნალისტიკის პერსპექტივები საქართველოში
• მაკა ანთიძე, ტრენერი ეკონომიკური საკითხების გაშუქებაში, MediaTOR; ლექტორი, GIPA
• ნინო ბაქრაძე, ტრენერი მონაცემთა ჟურნალისტიკაში, MediaTOR; დამფუძნებელი, iFact
• ელენე კვანჭილაშვილი, ტრენერი ახალ მედიაში, MediaTOR; აღმასრულებელი რედაქტორი,
Forbes Georgia